↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვირილა

თურმანაული ომარ

2026-07-181 წთ საკითხავი1408 ნახვა

—
გვირილავ, სითბოს ამოჰყოლიხარდა იღიმები მუდამ იმგვარად,რომ ჩემთვის ვფიქრობ:`ღმერთს ამ როლიდანნეტავ რომელი ჩვენგანი ვგავართ~.მგონია, მუდამ ბედნიერი ხარ,თეთრ ღიმილს ისე უხვად არიგებ.არ ვიცი, ალბათ, ანდა იქნებაიცი ის, რასაც მე ვერ გავიგებ.ისეც და ასეც შენზე ცოდო ვარდა ღმერთს თუ ხედავ, ჩემზეც ანიშნე:`ეყოფა მაგას კაცად ჯახირი,მინდვრის ყვავილად სადმე დანიშნე~,ეგება თვალი მეც ავახილო _სიკვდილ-სიცოცხლის რამე გავიგო,სანამდე მომძოვს სოფლის ნახირი,მომძოვს ან სულაც ჩლიქქვეშ გამიგებს.მაგრამ იქნებ შენ ჩემზე შორიდანუყურებ ღმერთს და არა იცი-რა;მაშინ გავუყოთ მოდი ორივემერთურთს რაც ჩვენში თრთის და ციმციმებს.ცოტას იტირებ შენაც, ჩემსავით,ცოტას, შენსავით, მეც გავიცინებ,მერე ორივე ერთად დავწვებით,ჩაგეხუტები და დავიძინებთ.
თურმანაული ომარ

თურმანაული ომარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი