↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიკვდილის შემდეგ

თურმანაული ომარ

2010-08-121 წთ საკითხავი1404 ნახვა

—
ლ. ს.
სად წავიდეთ ჩვენ როცა მოვკვდებით?..ვიღაც სხვა ვაჟი დაიკავებს ჩემს წილ სივრცეს ამ კედლებს შორის;სხვა ქალიშვილიშენს გაციებულ ნაფეხურებს წაშლის, ალბათ, თბილი ტერფებით;მათი მხურვალე ბაგეებიჩვენი ვნების ნაშთებს სულ მთლად გააძევებენ ამ ოთახიდან...ჩვენ სად წავიდეთ როცა მოვკვდებით?..სად წავიღოთ ეს სიყვარული, სხეულები რომ აღარ გვექნება;როგორ ვიმღეროთ, სიმღერა რომ მოგვენატრება,ან დარდი როგორ მოვიფინოთ მაშინ ცრემლის ღვრით?რა ეშველება ჩვენს სიყვარულს როცა მოვკვდებით...
თურმანაული ომარ

თურმანაული ომარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი