↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრი ექიმის მისაღებში

თურმანაული ომარ

2010-08-121 წთ საკითხავი1403 ნახვა

—
თამარ რეხვიაშვილს
თუ სულ ესა ვარ: მტკივანი გული,მტკივანი კბილი, ღვიძლი და კუჭიდა თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლული -მიწამ შემჭამოს მუჭა და მუჭა!მიწამ დაშალოს სიცოცხლე ჩემი,თუ სულ ისა ვარ, რაც ვსვი და ვცეცხლე;მიწამვე ჩანთქას ამ ჩემი ენის"ოქროს დუმილი" და "სიტყვა ვერცხლის".მაგრამ...ხანდახან, ყვავილს რომ ხედავსჩემი თვალები, ავსილი ტანჯვითდა რომ ვივიწყებ ჩემს ბეჩავ ცხედარსარათანაბრად მფეთქავი მაჯით -ვხვდები, ექიმო, რომ რაღაც სხვაც ვარამ ავადმყოფი სხეულის იქითდა მინდა, ცოტა მაცალოს კიდევსიკვდილმა, თუნდაც სიკვდილზე ფიქრი...
თურმანაული ომარ

თურმანაული ომარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი