პოეზია · ლირიკა
ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი
ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე.ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი,დღეები ისე აღმოაჩენენდა მხოლოდ ერთხანს არწყულებენთავის ქარავანსჩვენი ცრემლით და ჩვენი ღიმილით.ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე,არც ძმა,არც მტერი,ყველაფერი ამ დღე-ღამეთა საკუთრებაა,ამ მომთაბარე მექარავნეთა,ჩვენს გულებში რომ მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინას...ჩვენს გულებში მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინასდა მერე ჩვენი სასიკვდილო სარეცლებიდან,როგორც დამშრალი ოაზისიდან,ვინ იცის, ვისი გულებისაკენგაირეკავენ თავის ქარავანს -მზეს,ვარსკვლავებს,სამშობლოს და სხვას...