↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცოდვა

თურმანაული ომარ

2010-08-121 წთ საკითხავი1422 ნახვა

—
როგორღაც მიყვარს მე ჩემი ცოდვა,ჩემს სიზმრებში რომ ჩუმად წრიალებსდა გარეთ უნდა რომ გამოვიდესდა შეხვდეს ცოდვილ ადამიანებს:ვიცი, რომ მისი ადგილი სწორედგარეთ არის და, არა აქ, გულში,მაგრამ საშინლად ვუფრთხი კვლავ ჭორებსდა ცოდვას გარეთ გამოსვლას ვუშლი.ის კი იზრდება და იმ წუთს ელის,მე რომ ვიქნები მასზე პატარა,რათა როგორც ბავშვს, ჩამკიდოს ხელიდა დღე და ღამე შენთან მატაროს...ჯერ ტოლები ვართ. გავდივართ გარეთ.ლაღობს; გაზაფხულს და მზეს შეხარის;მეჩურჩულება: "ოთხივე მხარესყველა ცოდვილი არის შენსავით"ნაცნობ ქუჩაზე გავდივართ ერთად;ნაცნობ ტელეფონს ზუსტად მახსენებს;მე: "არა-მეთქი... დაგწყევლოს ღმერთმა,ჩამომეხსენი და მომასვენე".ვდაობთ. არაფრით არ მიშვებს სახლში,ვიღლები - არც მე ვჩანვარ ძლიერიდა ცოტას ვუთმობ, შევდივარ ბაღშიდა უცნობ წყვილებს ვათვალიერებ.
თურმანაული ომარ

თურმანაული ომარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი