↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წასულ მეგობრებს

თურმანაული ომარ

2010-08-121 წთ საკითხავი1405 ნახვა

—
მეც კი ვცადე... ვერ წავედი როგორც ბადრი წავიდა,როგორც დათო წავიდა...როგორც უშო წავიდა...როგორც ბრატი...ამირანი...მაჭუტინო...წავიდნენ!მეძახიან, მამხნევებენ ახლა ლეთის გაღმიდან...რა გული აქვთ!რა ხელები!გაცურეს და გავიდნენ!მათი გაღმა გამხედვარი ვამბობ: მე აქ რა მინდა?!და... მივდივარ... ვეპირები დღისითაც და ღამითაცმაგრამ, ვერა...ვერ მივდივარ... ვმერყეობ და თავიდანვიწყებ ისევ...ჰე, ბიჭებო!ბადრიიი!უშოოოო!ამირააან!...თუ ძმები ხართ, აქ მობრუნდით ისევ ერთი წამითა,აქ დარჩენას კი არა გთხოვთ (ამას ღმერთიც არ იზამს!),ლეთა მეც გამაცურვინეთ, მეც მიშველეთ რამითა...
თურმანაული ომარ

თურმანაული ომარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი