↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!

თურმანაული ომარ

2010-08-121 წთ საკითხავი1409 ნახვა

—
როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!..ჩემზე სუფთანი არიან და ჩემზე წმინდანნი;ჩემზე დიდნი და ამაღლებულნი;თუ უყვართ ჩემზე მეტად უყვართ,თუ წუხან, ჩემზე მეტად წუხან,ფიქრითაც ჩემზე უკეთ ფიქრობენდა ჩემზე უფრო ჭკვიანურად ამბობენ სათქმელს...მერე მიდიან, როგორც მოხუც მშობელს, მტოვებენარც ერთმა მე არ მიერთგულა,ჩემი დაუმთავრებელი, ხეიბარი ლექსების გარდა...მაგრამ ისინიც, ჩემგან თვითონ საპატრონონი,უკვე გარეთ, სხვის გულებისკენ იყურებიან,სხვას უღიმიან, სხვას შესტირიან...არც ერთმა მე არ მიერთგულა,ვერც ერთმა სრულად ვერ გამიგო გულისტკივილი.
თურმანაული ომარ

თურმანაული ომარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი