↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თრილერი, გარდამავალი ელეგიაში

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3040 ნახვა

—
შენ თვითმფრინავით გაფრინდი.ღამის რეისს გაჰყევი.მე კი, შინ მოსულს,გარიჟრაჟზეღა ჩამთვლიმა.ერთხანს ვთვლემდი.სანამ გარედან შემოღწეულმა ხმაურმა არ გამომაფხიზლა.ძილმღვიძარეს, თავდაპირველად ქარის შრიალი მეგონა.მაგრამ მერე, სმენა რომ დავძაბე,ვეებერთელა ფრთების ფათფათად მომეჩვენა.მალე ფანჯრის მინის გაბზარვის ხმა გავიგე.წამოვდექი, ფარდა გადავწიედა გარეთ წარმოუდგენელი სიდიდის ფრინველი დავინახე,რომელიც მოუხერხებლად იქნევდა ფრთებს,რადგან სახლებს შორის სივრცე არ ჰყოფნიდა.შემზარავი შესახედი იყო -სხეული მთლიანად დაღაროდა,მეჩხერ ბუმბულში კი ფოლადი აჩნდა შიგადაშიგ.მხოლოდ როდესაც მზერა მომაპყრო,შევამჩნიე - კეთილი თვალები ჰქონდა.ფრინველმა გააღო ნისკარტი და დაიძახა:«მე აღარა ვარ თვითმფრინავი.შუა გზიდან მოვბრუნდი.სიყვარული დაგიბრუნე».
2008
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი