↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თებერვლის ტყეში

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3032 ნახვა

—
ლექსო ჩხაიძესთებერვლის ტყეში არსაიდან აღმოვჩნდი უცებ.ტყე ჩახლართულა სულ მთლად. ჯანღში ცურავს ველობი.ასე მგონია, რომ გაძარცულ ტყეს მაჯად ვუცემ,ფილოსოფოსი დატოტვილი მსოფლმხედველობით.სადღაც ნახევრად დარია და ღრუბლიდან ქეშიწვიმა ეცემა სასახლეთა მდიდრულ ვერანდებს...თითქოს არასდროს არ ვყოფილვარ აქამდე ტყეში.თითქოს არავინ არ ყოფილა ტყეში ჩემამდე.ტყეში ვარ. მარტო. ჩემს ჯერ კიდევ ცეცხლივით გულზეგათოშილ ხელებს თებერვალი ითბობს როგორღაც,და დაბრეცილი ბუჩქებიდან, ტკივილის სუნზე,ჩემკენ ტყის მეფე, დაღრეჯილი, თოვლში მოხოხავს.ყინულის ზევით მე ვიღაცის სულს ხელი ვტაცედა შევიგრძენი ყინულის ქვეშ ხორცი - მდინარე.მზე ისე ბრწყინავს ფერწართმეულ, გაყინულ ცაზე,როგორც ჰაფეზის ხელისგულზე ბოლო დინარი.
2003
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი