პოეზია · ლირიკა
თანამედროვე ინტერმეცო
Iირჩევს ახალი ეპოქათავის შესაფერ სახელს.მყრალი ზეთებით ეპოხამას საკუთარი სახე.ჯავშანი აჩენს იარებს.ცივი სილბოა კანში.მზის ფონზე შავად ფრიალებსტოტს მოდებული კაშნე.
IIკორიანტელი დამდგარაუერთფეროვნეს დღეთა.იცის ყოველმა მათგანმა,როგორ დამღალოს. ვხედავ,როგორ ვექცევი ალყაში,როგორ იქცევა არე,როგორც ბებერი ალქაჯი,როცა სავსეა მთვარე.
IIIსიშორე უხილავია,თორემ ახლოა სხვა მხრივ.დღის კოლბას, ძირზე ლამიანს,რაც ძალა შემწევს, ვამღვრევ.ლამი - ესაა რითმებიდა სიყვარულის ხმები.დნება წუხილის თითბერი,როცა ოქროზე ჰყვები.
IVუსამართლობის ეგიდითშეფასებებში იგებსუგემოვნობა. შეხედეთ,როგორ თარეშობს იგი,სისულელეთა მროშავი,სიფაქიზეთა მჩეხი,როგორც მუზების კოშმარი,მათი მფატრავი ჯეკი.
Vსნეული აწმყო ტრანსშია.ითხრება თითქოს ტანშისევდა-კაეშნით ტრანშეა.დგას პლასტილინის დაშნითხელში კულტურა. გაღმიდანჩანს იქაური ბზინვა.მძიმე ხვატია. გახვრიტასადღაც ჰაერი ბზიკმა.
VIმიწას ცრემლები მდუღრავენ.ჯუჯა ყელს ღადრავს ტიტანს.ამაოების უღრანიდა გამყინავი ტყიდანმგლების ყმუილი მოისმა.განწყობებია ცუდი.ო, დღეს ცრემლია დროისათითოეული წუთი.
2008