პოეზია · ლირიკა
* * * დღეს ტრაგედია შენი ფონია
დღეს ტრაგედია შენი ფონია.ახალგაზრდა ხარ! - ქვითინებს სტვირი.ალბათ, ქალაქი შენ ტყე გგონიადა ღამით გზაზე საბრალოდ ტირი.დაგვიწყებია ყველა ახლობლისსახეები და მისამართები,და ბნელში, ნიშნად ჩემი მოხმობის,დაგვიწყებია ცეცხლის ანთება.არც ტექსტი გახსოვს გადამწვარ-მთვრალიჩემი სიმღერის „გვიყვარს, დავიცდით":შემოიტყუე სარკმელში მთვარე,და ის, ვინც გიყვარს, მოვა თავისით...დაბნელდა შენი, უკვე ყოფილიბინა. სარკმელი აღარსად გადის.ირგვლივ სიბნელე დგას შეცნობილიდა შეუცნობი დრო წელიწადის.
1995/2003