პოეზია · ლირიკა
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ასი წლისთავის გამო
სამშობლო გზებო, ძველი ცოდვა თავს ვერ იმალავს.ტყე, მიჩვეული უფრო ღამის ბოროტ მორქენალთ,ვიდრე ანგელოზს, იქვე ახლოს მშვიდად მიმავალს:"ილია მოკლეს!" - ახლაც ყვირის, თითქოს მოეკლათიგი წუხელის ან დღეს დილით... ნუთუ იმანაციგრძნო მომხდარი? ნუთუ ხვალაც დაზრება მავნენასუნთქით მკვლელთა და ინატრებს, გაჭრან, გათელონ?..იმ თავდახრილად, სინანულით, მდუმარედ სავლელგზაზე ილია ჭავჭავაძეს იქამდე კლავენ,სანამდე გულზე ხელდაკრეფით დგას საქართველო.
2007