პოეზია · ლირიკა
ჭეშმარიტება
ამას წინადა ბრძენნი ეძებდნენჭეშმარიტების დავიწყებულ კვალს,დიდხანს და დიდხანს იგინი ხსნიდნენმოხუცებულთა უწინდელთა აზრს.და მას ამბობდნენ: ჭეშმარიტებაშიშველი ჭაში ჩვენ გვემალება.ბეჯითად სვამდენ რა ისინი წყალს,ჰყვიროდნენ: აბა, აქ ვიპოვით მას.და ვიღაცამ კაცთ კეთილმყოფელმა,ვგონებ, რომ კიდეც ბრძენმა სილენმა,მათ სისულელის დიდის მხილველმა,წყლით და ყვირილით მობეზრებულმა,ის უცილავი დაანება მათ. . .პირველმა ღვინო ღრმად განიხილა,და რა დასწურა სავსე ჯამი მთლად,ჭეშმარიტება ძირში იხილა.
1816