↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წყალში დამხრჩვალი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-122 წთ საკითხავი9130 ნახვა

—
შემოცვივდა ქოხში ცეტიდაფეთებულ ბავშვთა ჯარი:"მამა, მამა, ბადემ ერთიმოათრია ვინმე მკვდარი." . ."სტყუით, სტყუით, თქვე ჭინკებო",ეტყვის ბავშვებს გულგამსკდარი,და ბურტყუნით ამბობს მამა:"ვისი მკვდარი, რისი მკვდარი",
"სასამართლო უმოწყალომოვა - უნდა ვივაგლახო:მომახურე რამე, ქალო,იქნებ მართლაც - წავალ ვნახო.აბა "მკვდარი". - "აგერ გდია".მოსდებია ქვიშას ნამიდა ბადეზე თვალებ ღიამკვდარი კაცის გდია გვამი.
საშინელი ეგდო მარო,გასიებულ, გალურსული,და ბედისგან უკუღმართმაწაიწყმიდა ასე სული.მებადური არის კრული,თუ ვაჟკაცი ნალოთარი,თუ შარაზედ გაქურდულივინმე ბრიყვი სოვდაგარი.
აბა გლეხის რა ცალია,გვამს ჩაავლო ფეხში ხელი.საყოყმანოდ არ სცალიამოიმარჯვა ჯოხი გრძელი.გადისროლა წყალში ხელადდა სახლისკენ მიდის ჩქარი. . .ცხედარი კი სცურავს ნელა,რომ სავანის ნახოს კარი.
კვლავშეუდგა ცხედარს წყალი,ტორტმანობდა საცოვდავი.გააყოლა თანაც თავი.უთხრა ბავშვეს: "სახლში ჩქარადაგიცხვებათ თითო კვერი,ოღონდ სიტყვა არსად არა,თუ არ გინდათ გცემოთ ბევრი".
ღამით დადგა ცუდი დარი,მდინარემაც დაიგმინა.დაბჟუტულა გლეხის კვარიავსებულა კვამლით ბინა,ბავშვებს სძინავთ, ცოლი კვნესის,ეთვლიმება ტახტზე ქმარსა.ქარი ღმუის. . . გლეხს კი ესმისუბრახუნებს ვიღაც კარსა.
'"ვინ ხარ"? "ჰეი, მასპინძელო"."რა წელკავი დაგმართია.რას დაბორგავ კაინ-მკვლელო?რა ეშმაკმა მოგათრია.ავი სული მოგიტანდა,სად მოვნახო ახლა კვარი"?გამოცურდა გლეხი ზანტადდა შეაღო ბინის კარი.
ღრუბელთ შორის მთვარე სცურავს,კარში მკვდარი დგას საწყალი,წვერსა წყალი დაუწურავს,დარჩენილა ღიად თვალი,მდუმარება ირგვლივ აკრავს,ხელებიდან სწვეთავს წყალი,გასიებულ ხორცში მაგრადჩასჭედია კიბორჩხალი. . .
მიაჯახა გლეხმა კარიმიაძახა - გასკდი ბარემკარგად იცნო ის სტუმარიმთელის ტანით მოზზანზარემ.ვერ მოვიდა თავის გონზე,აიტანა სიცივემა,და ესმოდა ალიონზეფანჯარის და ჭიშკრის ცემა.ხმა გავარდა ხალხში ავი:როცა წელსა შეცვლის წელი,თურმე გლეხი საცოდავიაღთქმულ დროზე სტუმარს ელის.დღე იცვლება დილიდანვე,მოვარდება ღამით ბუქი,და ჭიშკარტან მთელი ღამეისმის მკვდარის რაკარუკი.
1828

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი