პოეზია · ლირიკა
წინასწარმეტყველი
რა დავდიოდი ბნელ უდაბნოსა,სასულიერო სურვილი მწვადა,და სერაფიმი ჯვარედი გზასამე ექვსფრთიანი გამომეცხადა.თითებით მჩატით, ვითა სიზმარი,ჩემსა თვალებსა შეეხო ისა,გამეხსნეს წინამხედველნი თვალნი,ვით შეშინებულ დედა არწივსა.მერედ ჩემთ ყურთ შეეხო ისა, -ბგერით, გუგუნით აღმევსენ ყურნი:და მსწრაფლ მომესმა მე თრთოლა ცისა,ანგელოზების ფრენა ციურნი,აღმოცენება ველზე ვაზისა,და ზღვის ქვემოძრომთა წყლის ქვეშე დენა.ჩემთა ბაგეთა შეეხო ისადა ამომგლიჯა ცოდვილი ენა,ენა ბოროტი, უქმი, მეტყველი,და ბრძენ გველისა მე საქეჯნელიდალოცვილ ხელით შთამიდგა მანაცემ გასისხლებულ ბაგეთა შინა.მერე განმიპო მკერდი მახვილითდა ამოიღო მთრთოლვარე გული,და ნაღვერდალი ცეცხლის ალივითშთადვა ჩემ მკერდში მან ანთებული.და როგორც მკვდარი უდაბნოს ვიწექ,და აღმიძახნა უფლის ხმამ: ”აღსდექ,წინასწარმეტყველო! სჭვრიტდე, ისმენდე,ჩემის ნებითა აღივსებოდედა, მოივლიდე რა ხმელთ და ზღვათა,სიტყვითა გულებს უნთებდე კაცთა”. . .
1826