↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წიგნის გამყიდველის საუბარი პოეტთან

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-127 წთ საკითხავი9126 ნახვა

—
სარჩევი 8
  1. პ ო ე ტ ი
  2. წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი
  3. პ ო ე ტ ი
  4. წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი
  5. პ ო ე ტ ი
  6. წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი
  7. პ ო ე ტ ი
  8. წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი
წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი
თქვენი ლექსები გასართობია, -ერთი რომ დასხდეთ, სრულიად კმარა.სახელის ხვეჭას რაღა სჯობია -ცნობას საამო გავრცელდა ჩქარა:დაასრულაო პოეტმა ვრცელი,შესანიშნავი უცხო თქმულება.მაშ გადასწყვიტეთ; მე პასუხს ველი:თავად მაუწყეთ ღირებულება.მაღალ მუზებს და ლამაზ გრაციებსაურჩევიხართ ლექსების მთხზველად;დასტად დაწყობილ ასიგნაციებს,ფურცლების ნაცვლად მიიღებთ ხელად.ამოიოხრეთ - რაშია საქმე?

პ ო ე ტ ი

სულ არ ვიყავი ამ წუთში აქ მე,გული იმ დროთა ნატვრას მინებდა,როცა იმედი გამაჩნდა სრული,როდესაც ლექსებს მაწერინებდაზეშთაგონება და არა ფული.თვალი შეჩერდა კლდეებზე, ტინზე,კვლავაც ვიხილე ბინა მდუმარიიქ, სადაც ხშირად ოცნების ლხინზემუზა ყოფილა ჩემი სტუმარი.მქონდა იქ მეტი შარბათი ხმაში,და აჩრდილების რაზმი დიადითავზე შრიალით დამფრენდა მაშინ,როცა განცედების უძირო ზღვაშიშემაცურებდა ღამის წყვდიადი.რით არ ღელავდა გონება ნაზი:მწვანე მინდვრებით, სავსე მთვარითა,ამოვარდნილი ქარბუქის ბრაზით,მოხუცებულის ნაუბარითა.რაღაც დემონი დაუფლებოდაჩემი მოცლის და გართობის ჟამსა.იგი მე მუდამ თან დამყვებოდასაოცარ ხმებით სმენა თვრებოდა,და თითქოს თავში უმძიმეს შხამსაგაჰქონდა ირგვლივ სხივების ფენა.ფეთქავდა მასში აზრი შობილი,იყო ხმოვანი და შეწყობილიჩემი მორჩილი სიტყვების დენა,დასრულებული რითმათა ზარით.ჰარმონაიში მე ჩამომგავდატყე მოშრიალე, მქუხარე ქარი,ამღერებული ჩიტების ჯარი,ზღვა ბნელ ღამეში როცა ბორგავდა,ანდა ნაკადის დუდუნი წყნარი.სიმარტოვეში მყუდრო მშრომელი,მე არ ვიყავი მაშინ მდომელიგამეყო ბრობსთვის ღვთიური ცეცხლი,საუნჯე მისთვის მიუწვდომელი,და სასყიდელად მიმეღო ვერცხლი.მე ამ საუნჯი მიყვარდა მალვა,ამნაირადვე ეჭვით ვნებულმა,გულდახურულმა შეყვარებულმაიცის მუდმივი რიდი და კრძალვაფარისევლების თვალთა წინ ჩენისნორჩ მიჯნურისგან მიღებულ ძღვენის.

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი

მაგრამ გეწვიათ ახლა დიდება,გიზღოთ მან იგი ფარული ლხენა;აწ ზედმეტია მის გამო წყენადა გარდასულის გამოკიდება.აბა შეხედეთ წიგნებს მტვრიანსა -ლექსის და პროზის გაწვდილა რიგი;ელის ამაოდ მკითხველებს იგიდა მათ შექებას თავქარიანსა.

პ ო ე ტ ი

ბედნიერია, სხვების თვალთაგანვინაც დამალა მაღალი ზრახვა,ვისაც კაცთაგან, ვით საფლავთაგან,არ უძებნია სარგებლის ნახვა!ნეტა იმ უცნობს და უდაფნოსა,მხოლოდ თავისთვის პოეტად მყოფელს!ვინც უსახელოდ ვით უდაბნოსაბრბოს მოწყვეტილი მოსცილდა სოფელს!მტკნარი უმეტეს, ვიდრე ზმანება,რაა სახელი? მკითხველთა ჩქამი?ცოფმორეული უმეცრის შხამი?თუ მოსულელოს აღფრთოვანება?

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი

ლორდ ბაირონის ამ აზრის იყო,ჟუკოვსკისგანაც ეს იყო თქმული:მაგრამ მათ წიგნებს ბრბომ ხელი მიჰყოდა ტკიბილ ხმათათვის გაიღო ფული.ვალი მაღალი გაქვთ ნაკისრები:პოეტი სჯის და პოეტი სწყალობს.გულდაცხრილული მისი ისრებითდროთა სიღრმეში სიმხეცე წვალობს.მას ხმაზე გმირი სალდება მკერდით.კითერის ტახტზე კორინას გვერდითთავისი აჰყავს მას სიყვარული.ხოლო თუ ქება, თქვენზევე თქმული,თქვენთვის ყოფილა შესაზარელი -ქებას მოითხოვს ქალების გული.სწერეთ იმათთვის; გაჰფანტეთ დარდიმშვენიერის და თავმომწონისა”სიჭაბუკეში გვერჩიოს ვარდი,ვიდრე დაფნები ჰელიკონისა.

პ ო ე ტ ი

ო, გაქანება ოცნების ფრთაზედა ჭაბუკური ცეცხლის ვნებისა!მსურდა მოხვეჭა ცხოვრების ზღვაზემეც სილამაზის ყურადღებისა.თვალი ტურფანი, გულთამდაგენი,მე მკითხულობდნენ ტრფიალის ჩენით;მევე მხიბლავდნენ ტკბილნი ბაგენიჩემგან შექმნილი ბგერების დენით.კმარა! მათთვის მე უკვე აროდესთავისუფლებას არ დავთმობ კვალად.დაე, ჭაბუკი მათ შეჰხაროდესდა კისრულობდეს მათ ქებას ვალად.მე კი - მშვიდობით! აქ, ყრუ მხარეში,მდინარებს ჩემი ცხოვრების წყნარი;აწ მათ ლხინში თუ სიმწუხარეშიარ აჟღერდება ერთგული ქნარი.მეტად მჩატეა მათი გონება,წაბილწულია იმათი სული,და ღვთის ნიშანი, ზეშთაგონებააცინებთ, როგორც სიგიჟე სრული.ხშირად, როდესაც მომაგონდება,თუ რასა ვწერდი თაყვანისმცემი,გული სირცხვილით შემიღონდება -მევე მზარავენ კერპები ჩემი.რას ვესწრაფოდი ნეტა საბრალო?რად დავამდაბლე მაღალი ზრახვა?სათაყვანებლად იმათი სახვარა გადარევას გადავაბრალო?

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი

მიყვარს, პოეტო, მე თქვენი რისხვა!წყენის მიზეზებს ვარიდებ თვალებს,მაგრამ თქვით, ნუთუ ამგვარი კიცხვაარ ასცილდება ზოგიერთ ქალებს?ნუთუ ერთიც კი არ გეჩვენებათკიდევ რომ ღირდეს ოცნებად, ვნებად?რომ ყოვლადშემძლე თვის მშვენებაგახადოს თქვენი სიმღერის მცნებად?თქვენ ხმას არ იღებთ.

პ ო ე ტ ი

რისთვის მჭირდება,რომ დავარღვიო სულის ღრმა რული?რისთვის ვაწამო ხსოვნა ფარული?აწ ნუღარავინ ნუ მაკვირდება:მოვცილდი ყველას. იკითხავთ - გულშიჩამრჩა მე კიდევ ძვირფასი სახე?ბედნიერება ტრფიალში ვნახე?ან თუ მყოფელმა ტანჯვაში კრულშივმალე ცრემლები განკერძოებით?სად იყო იგი, ვისი თვალებით,ვით ცის მშვენებით და სათნოებით,ვიყავ მე დიდხანს შენამსჭვალები?. . . . . . . .მერმე? მოკლული ტრფიალის კვნესა,ჩემი სიტყვები მოგესმა დღესა,როგორ შეშლილის დრტვინვა ხმიერი.მათ მხოლოდ ერთი გაიგეს გულიდა დაჩნეულიც ექნება წყლული.ეს შერისხვაა ბედისმიერი.ო, მასზე ფიქრი დაჭკნობილ გულსაკვლავ სიჭაბუკეს განაცდევინებს,ის პოეზიას დაურღვევს რულსადა კვლავინდებურ ხმებს აფრქვევინებს!ეჩვენებოდა მხოლოდ მას ნათლადჩემი ლექსები გაურკვეველი;ის იქნებოდა ზეციურ მადლადჩემს დაღლილ სულში ღამისმთეველი.ვაგლახ, მაღელვებს მტკნარი ზმანება,მან არ შეხედა ცრემლების წვიმას,ხვეწნის მოსმენას თავი ანება . . .ჩანს, მიწიერი აღფრთოვანება,როგორც ღვთაებას, არ უნდა იმას.

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი

მაშ ასე, ტრფობით ძალმილეული,გაბეზრებული მდაბალის ჭორით,ზეშთაგონებულ ხმებს შეჩვეულიქნარს გაუქმებულს ვუცქერით შორით.როცა აგცილდათ ხალხისგან რბევა,როცა წაართვით მუზას უფლება,რაღა გსურთ ახლა?
პ ო ე ტ ი
თავისუფლება!
წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი
კარგია. მხოლოდ ისმინეთ რჩევა,ამ საუკუნის გაიგეთ სული:იგი უთუოდ დიდი ჩარჩია;თავისუფლება ბევრმა არჩია,მაგრამ იმასაც სჭირდება ფული.რაა სახელი? ნაკერი ჭრელადპოეტის ტანზე სამოსი ძველი.სახლი ოქროსთვის აქციეთ ხვრელად,იყავით მისი მუდმივი მცველი.ვიცი, ნათქვამი ალბათ მწარეადა სახეზედაც გემჩნევათ წყენა.ეჰ, პატონებო, მე გიცნობთ თქვენა:თქვენთვის ქმნილება სანუკვარია,ვიდრე შრომაში გრძნობა ხელდება,ვიდრე ოცნება ამჟღავნებს დუღილს,მაგრამ როდესაც ის განელდება,აღარა გჯერათ, მცირედიც თუ ღირს.უნდა მარტივად სჯიდეს გონება, -აი თქმა მინდა თქვენთვის მე რისა:არ იყიდება ზეშთაგონება -ძალგიძთ გაყიდვა ხელნაწერისა.რას აგვიანებთ? მკითხველნი ჯარად,ჯურნალისტბიც მეტად მწყრალებიდა ჩამომხმარი მომღერალები -ყველანი კარზე მადგიან მარად.ზოგს სატირისთვის აკლია ნარი,ზოგიც გასართობს დაეძებს მშვიდსა,და, გაგიტყდებით, აქ თქვენი ქნარიგულში იმედებს მინერგავს დიდსა.
პ ო ე ტ ი
თქვენ სრულიად მართალი ხართ. აჰაჩემი ხელნაწერი. შევთანხმდეთ.
1824

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი