პოეზია · ლირიკა
ძუნწი რაინდი
სცენა I
ციხე-დარბაზი
ა ლ ბ ე რ ი დ ა მ ს ა ხ უ რ ი
ა ლ ბ ე რ იასპარეზობას, ქვეყანა რომ დაიქცეს, მაინცვერ დავაკლდები, აბა, ერთი მაჩვენე კიდევეგ მუზარადი. . . (მსახურს მოაქვს მუზარადი)რა დარტყმაა! გახვრეტილიაერთი მოქნევით, არა, მაგის თავზე დახურვააღარ იქნება, გრაფო დელორჟ, წყეულიმც იყავ!მ ს ა ხ უ რ იმაგრამ თქვენც კარგად გადაუხადეთ, უზანგებიდანრომ გააფრინეთ და მიწა რომ მოალოკინეთ.მკვდარივით იწავ მთლი ღამე და საეჭვოაგამომჯობინდეს.ა ლ ბ ე რ იმაგრამ თორი ხომ მთლი შერჩა,არ იზარალა სამკერდული ვენეციური,მკერდი კი იმას, საკუთარი, არაფრად უღირს,არ დასჭირდება ახლის ყიდვა. რატომ იქავეთავს არ ავხადე მუზარადი. მაგრამ ჰერცოგის,სეფექალების მომერიდა, რაღას ვიზამდი.ნეტავი თავი გეეხვრიტა ჩემთვის იმ წყეულს!ჯუბაც არა მაქს, მჭირდება კი. უკანასკნელადიქ რომ ვიყავი სადარბაზოდ, რაინდებს - ყველასოქსინო ეცვათ და ხავერდი, ჰერცოგის სუფრასმარტო მე ვუჯექ თორაბჯარში. სხვა რა გზა მქონდა:შემთხვევით მოვხვდი კარზე-მეთქი, მოვიმიზეზე.რით გავიმართლო ახლა თავი, ო, სიღარიბევ.როგორ ამცირებს შენი სუსხი რაინდის ყოფას!როცა კისკასად ჩამიქროლა გვერდით დელორჟმადა მუზარადი გადმომიგდო მძიმე ჰოროლით,მე დეზი ვკარი ჩემს ამირას, ქარაშოტივითვეძგერე გრაფს და პირშიშველა მორკენალივითძირს დავანარცხე. რა უეცრად წამოშალნენადგილებიდან სეფექალნი! თვითონ კლოტიდამთვალებზე ხელი აიფარა და უნებურადშეჰკივლა. ხოლო ჰეროლდები მიქებდნენ დარტყმას.რაინდთა შორის ჩემს უცნაურ ძალმოჭარბებასდა გულფიცხობას მაშინ ვერვინ მიუხვდა მიზეზს.გაშმაგებული ვიყავ ჩემი მუზარადისთვის:რა იყო ძირი გამირობისა, როგორ გგონია?სიძუნწე, დიახ! მამაჩემის ციხე-დარბაზშიძნელი არაა ზნე და ფერი იცვალოს კაცმა. . .ამირას ფეხი როგორა აქვს?მ ს ა ხ უ რ იკოჭლობს საწყალი.ჯერხნობით მასზე ვერ შეჯდებით.ა ლ ბ ე რ იისევ ქურანაუნდა ვიყიდო, სხვა არა მაქვს გამოსავალი.ბევრსაც არ მთხოვენ.მ ს ა ხ უ რ იმაგრამ ფული, ფული სად არი?!ა ლ ბ ე რ იის უმაქნისი სოლომონი რას ამბობს ნეტა?მ ს ა ხ უ რ იიმას ამბობს, რომ ამას აქეთ არ შეუძლიაგვასესხოს ფული, თუ გირაოს არ ჩავაბარებთ.ა ლ ბ ე რ იმაგრამ, რჯულძაღლო, ეს გირაო სად ვიშოვნო-თქო?მ ს ა ხ უ რ იმეც ეს ვუთხარი.ა ლ ბ ე რ იმერე?მ ს ა ხ უ რ იკუთავს და იგრიხება.ა ლ ბ ე რ იკი მაგრამ გეთქვა, სხვათა შორის, რომ მამაჩემიურიასავით მდიდარია, ადრე თუ გვიანმე რომ დამრჩება მამაჩემის საბადებელი.მ ს ა ხ უ რ ივუთხარი.ა ლ ბ ე რ იმერე?მ ს ა ხ უ რ იკუთავს ისევ და იგრიხება.ა ლ ბ ე რ იო, რა დღეში ვარ!მ ს ა ხ უ რ იასე მითხრა, გამოვივლიო.მადლობა უფალს! უსასყიდლოდ ვერც გადმირჩება.(კარზე აკაკუნებენ)ვინ არის, - შემო!უ რ ი ამე ვარ, თქვენი მონა-მორჩილი.ა ლ ბ ე რ ია-ა, სოლომონ!. . . აქეთ მოდი! . . . წყეულო ჩარჩო,ურიავ სინდისგარეცხილო, ნისიას უკვეაღარ მენდობი?უ რ ი ამოწყალეო თავადიშვილო,თქვენი მაღალი ნუ გამიწყრება, გამატიალამე რაინდების სამსახურმა, სადა მაქვს ფული?არავი მიხდის ვალს, მე თვითონ სათხოვარად მოველ,ვინძლო ნაწილი დამიბრუნოთ, ვინძლო. . .ა ლ ბ ე რ იყაჩაღო!ფული რომ მქონდეს, როგორ ფიქრობ, გაგიყადრებდითავს, უკუღმართო! ნუღა ოჩნობ, სოლომონ ჩემო,დამყევი ნებას, სანამ შენ თავს გავაჩხრეკინებ.სულ რაღაც ასი ოქრო მინდა.უ რ ი აასიო? ღმერთო!ერთი მარჩილიც რომ გამაჩნდეს!. . .ა ლ ბ ე რ ინუთუ სინდისიგადაიწურეს სულ მთლად, შენი მეგობრის დახსნარომ აღარ გინდა?უ რ ი ათავსა ვფიცავ. . .ა ლ ბ ე რ იჰო, კარგი, მორჩი.გირაო გინდა, - ხომ ასეა? მაგრამ იფიქრე,რა უნდა მოგცე გირაოში, თქვი, ღორის ტყავი?მოსაცემი რომ რამე მქონდეს, დიდი ხანიაგზას ვუჩვენებდი. ანდა იქნებ რაინდის სიტყვას,შე მართლა ღორო, აღარაფერად არ აგდებ?უ რ ი ასანამცოცხალსა გხედავთ, დიახაც რომ ოქროდა ფასობსეგ თქვენი სიტყვა, ფლამანდიის ყველა საგანძურსდა ოქროებით გამოტენილ ზანდუკებს იგითილისმასავით გახსნის მუდამ, მაგრამ თუკი მასმე ჩამაბარებთ, გაკოტრებულ, საწყალ ებრაელს,ამ დროს კი (ღმერთმა დაგიფროთ) მოკვდებით, მაშინუძირო ზღვაში გადაგდებულ ზარდახშის კლიტესდაემსგავსება იგი. . .ა ლ ბ ე რ ინუთუ მე მამაჩემზეადრე მოვკვდები?უ რ ი ავინ რა იცის? ულმობელიაგანგების ხელი! აგერ გუშინ ვარსკვლავს რომ წყვეტდა,იმ ჭაბუკს ოთხი ბერიკაცი წელში მოხრილიდღეს საფლავისკენ მიასვენებს. ღმერთმა ინებოს,ბარონმა კიდევ ოცი წელი და ოცდაათიცრომ იდღეგრძელოს.ა ლ ბ ე რ ითავს ნუ იგდებ, რა - ოცდაათი!ოცდაათი წლის შემდეგ მე ხომ ორმოცდაათიმომიკაკუნებს და მაშინ ფულს რა თავში ვიხლი?უ რ ი აფულსო? ო, ფული საჭიროა ყველა ასაკში,მაგრამ ჭაბუკი მას იყენებს ფეხმარდ მსახურადდა უმოწყალოდ აქეთ-იქით დაარბენინებს.ბერიკაცი კი მასში ერთგულ მეგობარს ხედავსდა უფრთხილდება ამიტომაც თვალისჩინივით.ა ლ ბ ე რ იარა! მამაჩემს არც მეგობრად და არც მსახურადარ მიაჩნია იგი, მისთვის კერპია ფული.ემსახურება მას თვითონვე, და მერე როგორ?როგორც უხამსი მონა, როგორც ჯაჭვზე დაბმულინაგაზი. აკი ზამთარ-ზაფხულ თავის ხუხულასარა შორდება. ხმელ პურზე და წყალზე გადადის.თვალს არა ხუჭავს მთელი ღამე. ყეფს და წრიალებს.ზანდუკებში კი უდრტვინველად სძინავთ ოქროებს . . .ხმა-მეთქი! ჩემი დღეც დადგება და იმ ოქროებსდაავიწყდებათ მშვიდი ძილი.უ რ ი აჭეშმარიტს ბრძანებთ!. . .ბარონის სიკვდილს ცრემლზე მეტად ფული იტირებს. . .ღმერთმა ქნას, მალე ჩაიბაროთ მემკვიდრეობა.ა ლ ბ ე რ იAmen!უ რ ი აან იქნებ. . .ა ლ ბ ე რ ირაო, იქნებ?უ რ ი აარი სხვაგვარიგამოსავალიც. . .ა ლ ბ ე რ იჰო, როგორი, აბა!უ რ ი აისეთი. . .ერთი ნაცნობი ებრაელი ბებერი ვიცი,აფთიაქარი. . .ა ლ ბ ე რ იმევახშეა შენსავით გლისპიდა უკეთური, თუ ცოტათი პატიოსანი?უ რ ი აარა, ტობიას დახლი უდგას სულ სხვანაირი -წვეთებს აზავეს. . . გაგაოცებთ მათი ძალუმიზემოქმედება.ა ლ ბ ე რ იკი მაგრამ, მე რაში მარგია?უ რ ი ასამიოდე წვეთს გააზავებთ ერთ ჭიქა წყალში. . .არც გემოს მისცემს და არც ფერი არ დააჩნდება.კაცი კი ამ დროს მუცლის გვრემის, პირის საქმების,კრუნჩხვის გარშე სულს ეყრება.შენი ბებერია ლ ბ ე რ იაფთიაქარი, როგორცა ჩანს, საწამლავს ყიდის.უ რ ი აჰო, საწამლავსაც. . .ა ლ ბ ე რ იმერე რაო, რას ამბობ მაბით.ფულის მაგივრად საწამლავის ორასი შუშაგინდა მომართვა, თითო ოქროდ? ამას მპირდები?უ რ ი ადამცინით ალბათ, გაიხარეთ! . . . მე . . . მე ვფიქრობდი. . .იქნება თქვენ გსურდათ. . . მე მგონია, დრო არის უკვებარონმა სული მიაბაროს მამაზეციურს.როგორ! მოვწამლო საკუთარი მამა? შე წუწკო,ა ლ ბ ე რ იროგორ მიბედავ! . . . ო, ასპიტო, პირგესლიანო! (მსახურს)შეჰკარ ახლავე, არ გაუშვა! იცი თუ არა,რომ ამ წუთსავე ჩამოგკიდებ ჩემს კარიბჭეზედა ვერაფერი ვერ გიშველის?უ რ ი აო, მაპატიეთ,დამნაშავე ვარ. . . მე გეხუმრთ. . .ა ლ ბ ე რ იშეჰკარი-მეთქი!უ რ ი აო, მე. . . გეხუმრეთ, მე ფული მაქვს წამოღებული. . .ა ლ ბ ე რ ითავიდან მომწყდი, უკეთურო!(სოლომონი გადის. მიმართავს მსახურს)აი, სადამდემივყავარ ჩემივ საკუთარი მამის სიძუნწეს.ხედავ, ურიამ, მაგ ურჯულომ, რა გამიბედა?ღვინო დამისხი ერთი ჭიქა! სიბრაზისაგანვკანკალებ სულ მთლად. . . მაგრამ ფული, რომ მაინც მინდა!წადი იმ წყეულს დაეწიე და რაც ოქრო აქვსწაართვი ბარემ. . . მომიტანე საწერ-კალამიც,რომ ხელწერილი დავუწერო. ნუ შემოიყვანოღონდ ოთახში, მაგ იუდას ნუ დამანახვებ!თუმცა მოიცა, მისი ოქროებს მისივ წინაპრისვერცხლივით ალბათ საწამლავის სუნი აუვა. . .ღვინო დამისხი, რა გითხარი!მ ს ა ხ უ რ ირომ აღარა გვაქვს!ა ლ ბ ე რ იის რაღა იქნა, რემონმა რომ გამომიგზავნაესპანეთიდან?მ ს ა ხ უ რ იის გუშინღამ - უკანსკნელიბოთლი - ავადმყოფ მჭედელს მივე.ა ლ ბ ე რ იჰო, მახსოვს, კარგი. . .მაშ, წყალი მომე. რა ვუთხარი ასეთ ცხოვრებას~არა, გადაწყდა, სამართალი უნდა ვეძიოჰერცოგთან. მივალ, აიძულოს იქნებ ბარონიმომეპყროს ისე, ვით შეჰფერის ძეს მხოლოდშობილსდა არა ვირთხას ჯურღმულისას.
ს ც ე ნ ა II
საგანძურში
ბ ა რ ო ნ ივით ქარაფშუტა ახალგაზრდა ელის პაემანსმემრუშე ქალთან, ან ცრუ სიტყვით დაბმულ დიაცთან,და შული მისდის, ეგრეც მეც სულმოუთმენლადამ წუთს ველოდი მთელი კვირა, სანამ იდუმალჩემს საგანძურში ამ ზანდუკებს არ მოვაკითხე.სვიანი დღ მაქვს! დღეს ჩემს ზანდუკს რიგით მეექვსეს(ზანდუკს ჯერ ნაკლულს) ერთი მუჭა ოქრო შევმატე.ცოტაა იქნებ? მაგრამ თქმულა: თითო წვეთობითაივსებოდა ზღვის უფსკრული. წაკითხული მაქვს:ხელმწიფეს ერთხელ თავის სპისთვის უბრძანებიაწაეღოთ მიწა თითო მუჭა და დაეყარათდანიშნულ ადგილს, სადაც მიწა ჯერ აიბორცვა,მერე კი იქცა ქედამართულ გორაკად და ისხელმწიფე თურმე იმ ქედიდან გადასცქეროდათეთრი კარვებით გადაპენტილ მინდოს და ზღვასაც,ზედ მოსრიალე გემებით და ხომალდებითურთ.მეც ყოველ კვირა თითო მუჭა ხარკის მოტანითაქ, საგანძურში ავამაღლე თანდათანობითჩემი გორაკი და მაღლიდან დავსცქერი ახლაყველაფერს, რაც ჩემს ხელმწიფებას ემორჩილება.რაღა არ არის ჩემს ხელქვეით? მე შემიძლია,გამრიგე ვიყო წუთისოფლის ამიერიდან!!მოვისურებ და პალატები აღიმართბა,უმშვენიერეს ბაღნარებში ჩემს დაძახილზეუცბად მოირბენს ულამაზეს ნიმფების გუნდი.მუზები ჩემს წინ მოიღბენ თავიანთ ალაფს,თვით ქედუხრელი გენიაც კი დამემონებადა სათნოება, და გარჯილი, უძილო შრომაცისევ ჩემს ჯილდოს და საჩუქარს დაელოდება.დავუსტვენ მხოლოდ და მრჩილი ზმუილით ჩემკენსისხლით მოთხვრილი ბოროტება მოიზლაზნება,მოვა და ხელებს დამილოშნის, თვალებში მუნჯადმომაშტერდება, რომ გაიგოს ჩემი გულისთქმა.ჩემს მეუფებას მონებს ყველა, გულითუძრავი,მარტო მე არვის ვემონები ამ საწუთროში,ყველაზე მაღლა მაქვს საუფლო, ყველაფრის ზევით!ვიცი, რა ძალით ვარ მორჭმული და მაშოშმინებსმარტოოდენ ამის გაფიქრებაც. . .(დასცქერის თავის ოქროებს)ცოტაა თითქოს,მაგრამ განა არ აიწონის მათ სიმძიმეკაცთა ზრუნვას და სიდუხჭირეს, ჭირსა და ვარამს,წყევლას, ვედრებას, უბედობას, მუხანათობას?აქ არის სადღაც ძველებური დრაჰკანი. . . აგერ!ქვრივმა გადმომცა ეს დრაჰკანი, მაგრამ მანამდეჭიშკართან, ჩემი ფანჯრების წინ, სამი ბალღითურთმუხლებზე იდგა და მთლი დღე ღმუოდა. წვიმამამასობაში გადაიღო, გაწვიმდა ისევ,ის კი, თვალთმაქცი, არ იძვროდა. შემეძლო მისიგაგდება, მაგრამ წინდაწინვე მიგრძნობდა გული,რომ მოტანილი ექნებოდა თავის ქმრის ვალიდა ხვალ ციხეში წაბრძანებას არ ისურვებდა.ხოლო ეს? ეს მე მომიტანა უქნარა ტიბომ,ნეტა საიდან გამოჩხრიკა ჩიტირეკიამ?მოიპარავდა უსათუოდ! თუმცა, ვინ იცის?იქნება სადმე შარაგზაზე, ღამით, ჭალაში. . .ასეა! რაც აქ საუნჯეა გადანახული,მისთვის დაღვრილი ყველა ცრემლი, სისხლი და ოფლი,ერთბაშად მიწის გულიდან რომ ამომსკდარიყო,წარღვნიდა სისხლის ნიაღვარი ქვეყანას და მეცჩემს ზანდუკებთნ დამახრჩობდა. . . ახლა კი დროა.(ზანდუკის გაღებას აპირებს)
ყოველთვის, როცა დავუპირებ ზანდუკს გაღებას,ცხრო მომივლის და უცნაური თრთოლა ამიტანს,კი არა ვშიშობ (მეშინოდეს ვისმე? რატომ?მახვილი მახლავს და მტერს პასუხს იგი მიაგებსსაკადრისს), მაგრამ მეწურება როგორღაც გულიამოუხსნელი წინათგრძნობით. . . არისო ხალხი,მედიკოსები გვარწმუნებენ, კაცის კვალში რომუცნაურ შვებას ნახულობენ. როდესაც ბოქლომსგასაღბს ვურიგებ, მე თავად ვგრძნობ, რას უნდა გრძნობდნენისინი, როცა თავიანთ მსხვერპლს დანას უყრიან:საშინელებს და უცნაურ შვებას. . .(აღებს ზანდუკს)ჩემი შვება და ნეტარება! (შიგ ყრის ოქროს)გეყოთ წანწალიკაცთა ვნებების სამსახურად! აქ დაისვენეთ,და კაცთა შორის მიძინებულ ღმერთების მსგავსად,თქვენც მიიძინეთ მაგარი და ნეტარი ძილით. . .მინდა დღს ჩემთვის მოვილხინო: სანთელს დავუნთებთვითეულ ზანდუკს და მათ შორის უხმოდ ჩამდგარითავდახრილ ოქროს დავაცხრები თავალდამშეული.(მიყოლებით ხსნის ზანდუკებს და სანთლებს უნთებს)მე მაქვს მეფბა ამ ჯადოქრულ ოქროზე! მე ვარმისი პატრონი და უფალი ამ ქვეყანაზე,ბედნიერებით და ღირსებით მორჭმული მისგანდავიარები!. . . მაგრამ შემდეგ, ჩემ შემდეგ მასზევის უნდა დარჩეს ხელმწიფება? მემკვიდრეს ჩემსას,ამ შლეგს და მფლანგველს, მემრუშეთა უბადრუკ არიფს? . . .გაცივებასაც არ დამაცლის, როცა მოვკვდები.ის, ის - უგვანი! აქ ამ მყუდრო თაღების ჩრდილშიშემოიჭრება მოქეიფე კარისკაცებისდა უტიფარი როსკიპების მთვრალი ამალით,წამგლეჯს გასაღებს და უშვერი სიცილ-ხარხარითდახსნის ზანდუკებს! და ეს ჩემი ნაწვავ-ნადაგიიმათ გახვრეტილ ჯიბეებში ჩაჩხრიალდება.ოქროს ბარძიმებს იავარყოფს, დალეწავს თასებს,სამეუფეო ზეთით მიწას გააძღობს, ყოველს -გაფლანგავს, გასცემს, ქარს გაატანს, გააპარტახებს! . . .მაგრამ ვიკითხოთ, რა უფლებით? ყველაფერი ესმე განა ქარმა მომიტანა, ან კიდევ ციდანჩამომივარდა! არა, ოქრო ყომარბაზივითკამათლის ერთი გადაყრით არ მომიხვეტია!ვინ დაიჯერებს, თუ რამდენი უძილო ღამის,დაოკებული ვნების, მწარე თავშეკავების,ფიქრის და ზრუნვის ფასად მიღირს ეს ყველაფერი?ან იქნებ მეტყვის ჩემი ძე, რომ ხავსი მომედო,რომ გული ვნებით არასოდეს ამძგერებია,ან არასოდეს განმიცდია სინდისის ქეჯნა?სინდისი! - გულში მოწრიალე პატარა მხეცი,ღამის სტუმარი აბეზარი, ტლანქი მევალე,ეს მაძახურა კუდიანი, რომელიც მთვარესაბნელებს ხოლმე, რომ საფლავში აჭრილი მკვდრებიდედამიწაზე ამორკოს. . . არა! ჯერ იგრძენ,იწვნიე, თვითონ გამოსცადე სიმწარე ჩემიდა მერე ვნახოთ ჭირნახული როგორ გაფანტავიმას, რაც სისხლით გიშოვნია. . . ნეტა შემეძლოსამ საგანძურის გადამალვა ავი თვალისგან!ნეტა შემეძლოს საფლავიდან აქ მობრუნება,რომ ზანდუკებზე აჩრდილივით წამოსკუპულმაცოცხლებისაგან დავიფარო ეს ჩემი განძი,როგორც აქამდე ვიფარავდი!. . .
ს ც ე ნ ა III
სასახლეში
ა ლ ბ ე რი დ ა ჰ ე რ ც ო გ ი
ა ლ ბ ე რ იმერწმუნეთ, თქვენო მეუფებავ, დიდხანს ვითმენდიხელმოკლეობი მწარე სირცხვილს და მეტისმეტადრომ არ მიჭირდეს, საჩივრით თავს არ შეგეწყენდით.ჰ ე რ ც ო გ იმჯერა, დიახაც; თქვენისთანა კეთილშობილირაინდი მამას ბრალს არ დასდებს, არ გაამტუნებს,თუ უსაშველო ჭირი არ სჭირს. თუმცა არიანგულარძნილების . . . ნუღა ჯავრობთ, მამათქვენს ცალკეგავუწევ თათბირს, დავტუქსავ და დავიყოლიებ.მას ველოდები ახლა სწორედ, დიდი ხანიააღარ მინახავს. მეგობრობდა პაპაჩემს წინათ,ჩემს ბავშვობაში, ცხენზე ბევრჯერ შვუჯენივარ,თავის მუზარადს დამხურავდა ხოლმე საომარს -მძიმე ზარივით უზარმაზარს.(ფანჯარაში იცქირებოდ) ის არის, მგონი.ა ლ ბ ე რ იგახლავთ!ჰ ე რ ც ო გ იმიბრძანდით იმ ოთახში. მე დაგიძახებთ(ალბერი გადის. შემოდის ბარონი)უფალმა მოგცეთ მზეგრძელობა! მიხარის დიდადგულმხნედ რომ გხედავთ და ჯანმრთელად!ბ ა რ ო ნ იჩემო პატრონო,ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ბრძანებისამებრგხლებოდით კარზე.ჰ ე რ ც ო გ იდიდი ხანი გავიდა უკვე,რაც არ გვინახავს ერთმანეთი. მე თუ გახსოვართ?ბ ა რ ო ნ ითუ მახსოვხართო? ცხადად, თითქოს ახლა გხედავდეთ,ცოცხალი ბავშვი ბრძანდებოდით. ჰერცოგი ხშირადმეტყოდა ხოლმე ცხონებული. ფილიპე ჩემო(ის მე ფილიპეს მეძახოდა მუდამ), ხომ ხედავ?ოცი წლის შემდეგ ეს რას იზამს? მე და შენ ალბათშუმ ტუტუცებად გამოვჩნდებით ამ ბალღის გვერდით,ამ ბალღის ანუ . . . თქვენ წინაშე. . .ჰ ე რ ც ო გ იეს მახლობლობაჩვენ კვლავაც უნდა ღვადგინოთ. სულ დაივიწყეთ თქვენ ჩემი კარი.ბ ა რ ო ნ იდავბერდი მე, ჩემო პატრონო,რაღა დროს ჩემი კარს ყოფნაა, თქვენ გაიხარეთასპარეზობით, დარბაზობით, ჟამი თქვენია.მე გარდავსულვარ! ღმერთმა ომი თუკი ინება,კიდევ მივათრევ ჩემს ბებერ ძვლებს ცხენის ზურგამდის,კიდევ მეყოფა მკლავში ძალა ხმლის მოსაქნევად,მამულისა და თქვენი მტერი რომ დავიფრინო.ჰ ე რ ც ო გ ითავადო, თქვენი ერთგულება გვეთნევა ფრიად.თქვენ მეგობრობდით ჩემს დიდ პაპას, მამაჩემი კივაჟკაცობისთვის გაფასებდათ, და მეც ყოველთვისმიმაჩნდით ერთგულ, თავდადებულ, მამაც რაინდად.მაგრამ ცოტახანს დავიმუხლოთ. . . შვილები თუ გყავთ?ბ ა რ ო ნ ივაჟი მყავს ერთი.ჰ ე რ ც ო გ ისასახლეში ვერ ვხედავ რაღაც!თქვენ კარმა თავი მოგაბეზრათ, მაგრამ მის ხანში,მისი წოდების ჭაბუკს მართებს გვეახლოს კარზე.ბ ა რ ო ნ იჩემს ძეს არ ხილბავს სეფექალთა შორის ტრიალი,უხიაგია და პირქუში. უცნაური ზნედასჩემდა, ტყეში ღამღამობით მარტოკა დაძრწის,როგორც ირემი მარტოხელაჰ ე რ ც ო გ ისაკადრისიაგატყიურება, თქვით, ასეთი? ჩვენ მოვარჯულებთმას სახიობით, დარბაზობით, ასპარეზობით.გამომიგზავნეთ უსათუოდ! შვილს დაუნიშნეთთავის წოდების შესაფერი ხელის სახარჯო. . .ბ ა რ ო ნ ითქვენ იღუშებით. გზა დაგღლიდათ, თუმცა ამაშიარაფერია გასაკვირი. . .თქვენ გააწბილეთმოხუცი, თქვენო მეუფებავ, მე არ მინდოდაშვილის ამბავი გამემხილა. თქვენ მაიძულებთგამოგიცხადოთ დაფარული: საუბედუროდ,ჩემი ზე თქვენი არც წყალობის, არც ყურადღებისღირსი არ არის. ბიწიერ და უმსგავს ქეიფშიატარებს იგი სიჭაბუკეს. . .ჰ ე რ ც ო გ იმარტოდმარტოადა ეს იმიტომ მოსდის ალბათ, მოცალეობითგალაღებული სიმარტოვე ღუპავს ჭაბუკებს.გამომიგზავნეთ! მიყრუებულ ციხე-დარბაზისველური ზნე აქ, სასახლეში დაავიწყდება.ბ ა რ ო ნ ირა გითხრათ. . . თქვენო მეუფებავ, მომიტევეთ მე,ვერ დამითანხმებთ მაგ საქმეზე.ჰ ე რ ც ო გ იკი მაგრამ, რატომ?ბ ა რ ო ნ იგთხოვთ დამითხოვოთ ბერიკაცი. . .ჰ ე რ ც ო გ იმე კი მოვითხოვგამაგებინოთ ამ უარის მიზეზი.ბ ა რ ო ნ იშვილზემე გამწყრალი ვარ.ჰ ე რ ც ო გ იმაგრამ რატომ?ბ ა რ ო ნ იგულში ჩემდამიავი ზრახვა აქვს და იმიტომ.ჰ ე რ ც ო გ ირა ავი ზრახვა?ბ ა რ ო ნ იგთხოვთ, დამითხოვოთ. . .ჰ ე რ ც ო გ იუცნაური ამბავი ხდება -იქნებ გრცხვენიათ მის მაგივრად?ბ ა რ ო ნ იმრცხვენია, დიახ.ჰ ე რ ც ო გ იარ მეტყვით, რა ჰქნა მან ასეთი?ბ ა რ ო ნ იმას. . . ჩემი მოკვლაუნდოდა. . .ჰ ე რ ც ო გ იმოკვლა? მაშ, სამსჯავროს გავუჩენ ახლავ,როგორც გულბოროტ დამნაშავეს.ბ ა რ ო ნ იმე ვერ დავიწყებამის მტკიცებას, თუმცა ვიცი დანამდვილებით,რომ სიკვდილს ნატრობს იგი ჩემსას, თუმცა უტყუარადმე ის ვიცი, რომ აპირებდა . . .ჰ ე რ ც ო გ ირას?ბ ა რ ო ნ იჩემს გაქურდვას.(დარბაზში ალბერი შემოვარდება)ა ლ ბ ე რ იცრუობთ, თქვენ ცრუობთ!ჰ ე რ ც ო გ იროგორ ბედავთ!. . .ბ ა რ ო ნ იო, მაშ, აქა ხარ!შე უმადურო! და მამაშენს ამას უბედავ?!ვცრუობ, ხომ! მერე სად? ჰერცოგის წინაშე? არა,აღარ ვყოფილვარ მე რაინდი!. . . და შენ უძღებო. . .ა ლ ბ ე რ ისიცრუეს ამბობთ!ბ ა რ ო ნ იო, ცა რატომ თავს არ მენგრევა. . .მაშ, ხმალმა, ხმალმა გაგვასწოროს!(ხელთათმანს ესვრის ალბერს. იგი სწრაფად იღებს ხელთათმანს)ა ლ ბ ე რ იდიდი მადლობა!აი, პირველი საჩუქარი მშობელი მამის!ჰ ე რ ც ო გ იღმერთო, რა ხდება! ეს რა ნახაეს ჩემმა თვალებმა?მოხუცი მამის გამოწვევა მიიღო შვილმა. . .რა დროს ვიტვირთე ჰერცოგობა! გეყოფათ-მეთქი,დადუმდით, შლეგნო! შენც გულბნელო მოხუცო და შენცლომის ბოკვერო! მომეცი აქ ეგ ხელთათმანი!. . .(ართმევს ხელთათმანს)ა ლ ბ ე რ იდიდად ვწუხვარ.ჰ ე რ ც ო გ იჩაჰფრენია ბრჭყალებით! მხეცო!გასწით და სანამ არ მოგიხმობთ, არ დამენახოთთვალით! (ალბერი გადის)თქვენ კი. . . თქვენ, უგუნურო მოხუცო, ნუთუარა გრცხვენიათ?ბ ა რ ო ნ იმომიტევეთ, ბატონო, მაგრამ. . .ვეღარ ვერევი თავს. . . მუხლები მღალატობს თითქოს. . .სუნთქვა მეკვრება. . . ვიხუთბი! . . . ოჰ, გასაღები! . . .სადაა ჩემი გასაღები! . . .ჰ ე რ ც ო გ იგათავდა! ღმერთო,რა საშინელი დრო დაგვიდგა, რას მოვესწარით?!