↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძეგლი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9124 ნახვა

—
Exegri monumentum!ჰ ო რ ა ც ი უ ს ი
ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი, მარად უკვდავი,მას მიაწყდება ხალხის დენა ახალ-ახალი.მიემართება ზეცისაკენ უდრეკი თავით,ალექსანდრიის სვეტზე მაღალი.
არა, მთლიანად არ მოვკვდები, ჩანს ჩემი სულიშერჩეს, აცილდეს გახრწინლების დაღის დაჩენა:მე მადიდებენ, სანამ ქვეყნად, როგორც სულდგმული,ერთი პოეტი მაინც დარჩება.
ჩემის სახელით აივსება დიდი რუსეთი,ყოველი ერთი შემინახავს დამახსოვრებით,სლავთა მემკვიდრე და ფინელი, და ტუნგუსელი,ყალმუხი, ტრამალ ველთა მცხოვრები.
მოყვარულ ხალხში არ მოკვდება ჩემი სუფევა,რადგან სიკეთეს უგალობდა ჩემი ჩანგური,რადგან ვადიდე ჩვენს სასტიკ დროს თავისუფლებადა შევივრდომე ყველა ჩაგრული.
დაემორჩილე, ჩემო მუზავ, მაღალ განგებას,ნუ შიშობ წყენას, ნურც მოელი გვირგვინს ანთებით,გულცივად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებასდა რეგვენ კაცს ნუ ეკამათები.
1836

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი