↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭინკები

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-122 წთ საკითხავი9126 ნახვა

—
ღრუბელს მისდევს ღრუბლის ჯარი,უჩინ-მაჩინ მთავარე ჩანს,ელავს შუქზე თოვლი ჩქარი,მღვრიე ღამე, მღვრიე ცა.მივალ, მივალ გაშლილ შარით,რეკავს ზარი: დინ, დინ, დინ,საშიშარი, საშიშარიბიჯის გადმგაც არის წინ.
"წინ, მეეტლევ!" - "არ მაქვს ძალი:უჭირთ ცხენებს თოვლზე სვლა,დამიხუჭა თოვლმა თვალი,შეკრულია შარა მთლად.თუნდა მომკალ, კვალი არ ჩანს: -რა ვქნათ, ავცდით მგონი ხაზს.ალბათ სადმე ჭინკა გაჩნდა,გვაწვალებს და გვიბნევს გზას.
დახეთ: აგერ, აგერ ახტა,მაფურთხებს და პირში მცემს.აგერ ხრამში აგდებს ნაღდადდაფეთებულ, ველურ ცხენს.ვეებერთელა ფერად პალოდაეტუზა ჭინკა თვალს,ხან ანათებს სავალალოდ,ხან კი მისდევს ღამის კვალს".
ღრუბელს მისდევს ღრუბლის ჯარი,უჩინ-მაჩინ მთვარე ჩანს,ელავს შუქზე თოვლი ჩქარი,მღვრიე ღამე, მღვრიე ცა.ქარიშხალი არ გვასვენებს,ზარი აღარ არხევს ველს,ვეღარა ვძრავთ ბეჩავ ცხენებს,მორს წავაწყდით, ანდა მგელს.
ბუქი ბრაზობს, ბუქი ტირის,აფრუტუნდნენ ცხენები;შეიბრუნა ჭინკამ პირი,მირბის, მიჰქრის ჭენებით.ადგილიდან დავიძარით.ზარი რეკავს:დინ, დინ, დინ,მაგრამ ავი სულთა ჯარითეთრ მინდორში დაგხვდა წინ.
მახინჯები, საზარები,ეს ჭინკები მთვარეშიბუქნაობენ გამწარებითფოთლებივით, თარეშით.რამდენია, ვინ გაფანტა,რად მოსთქვამენ ასე ზარს,ქაჯს მარხავენ იქნებ, ანდაკუდიან ქალს რთავენ ქმარს.
ღრუბელს მისდევს ღრუბლის ჯარი,უჩინ-მაჩინ მთვარე ჩანს,ელავს შუქზე თოვლი ჩქარი,მღვრიე ღამე, მღვრიე ცა.მისდევს ჭინკის გროვას გროვა,მაღლა ცაში გროვდება,მესმის მათი კვნესა, გლოვადა გული მიღონდება. . .
1830

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი