პოეზია · ლირიკა
მშვენების შუქით
მწუხრი დამძიმდა, ვით ტყე წვიმებით,ნისლი დააწვა დაღლილ ფოთლოვანს...ჩათავებულა ჟამის წირვები,ჩემ წილ სივრცეში მკაცრად მოთოვა!რა ენაღვლებათ წიკო-მაკოებს!გული სკდომამდე არის მისული...ჯერ მხოლოდ შენი მზერა მაკავებს _მშვენების შუქით შემომისნული.