↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ვეფხის ნაწოლთან ჩავივლი"

კერესელიძე მთვარისა

2006-07-121 წთ საკითხავი298 ნახვა

—
ვეფხის ნაწოლთან ჩავივლი,მთას დააჩნდება ნავალი,იქნებ შემომხვდეს შაირითვეფხვების შთამომავალი.მიწა აჭრილა მოვისებრ,ჩაუცვამს მოლის პერანგი,ჩასძინებია ონისეს,შემოპარვია ვერაგი!ზეციურს ვუხმობ შემოქმედს,ჩავივლი ფშავლის კარადაც,იქნებ ხელახლა შემომხვდესვეფხის და მოყმის ბალადა,იქნება ვეფხის დედაიკლდეზე გადმოდგეს ქალადა!შვილვეფხმოკლული დედისაგანა უბრალო რიდი მაქვს,ზარით და ზანზალაკებითიმედის კლდეზე ვკიდივარ!მიწა აჭრილა მოვისებრ,ჩაუცვამს მოლის პერანგი,საით წასულა ონისე,კვლავ არ მოგვეჭრას ვერაგი!

კერესელიძე მთვარისა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი