↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მე ხშირად ვამბობ"

ჭელიძე თორნიკე

2026-07-181 წთ საკითხავი2432 ნახვა

—
მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,ვამბობ და ქუჩაში ვეჩვევი ხეტიალს,როცა შენ მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან,თვალებით ნათქვამი სიტყვებზე მეტია...
ღამეთა თენება დამჩემდა, რომ ასეფიქრი და ფილტვები, თუთუნით, გავბოლო,ქუჩაში, ყოველღამ, ასრულებს რომანსებსსიჩუმის ორკესტრი და ცა უთავბოლო.
ქალაქში თებერვლის, კვლავ, ავი ნესტიადა ძვლებში გამჯდარი სიცივის სცენარი,მეკუთვნის სიკვდილი, ვით ამინისტია,საფლავზე დარგული ოთახის მცენარე.
მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,სახლივით აშენებს ბედს უცხო ქვითხურო,როდესაც მდუმარედ მიყურებ სარკმლიდანდა, შენი მზერიდან, ჩემს ლექსებს ვკითხულობ.
ჭელიძე თორნიკე

ჭელიძე თორნიკე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი