პოეზია · ლირიკა
პეპლის ეფექტი
აანთებ ლამპას,ერთი სხივიც არ დარჩა მზიდანდა კალიები სამაროვან სიჩუმეს კრეფენ,ჯერ კიდევ მოვალ,რომ თვალებით - თვალები ვზიდოშენი...და ღრუბლებს დავუტოვო ცის ლურჯი კეფა.დგას საფრთხობელა მინდვრის ბოლოს -ნამდვილი დენდი,სიოა, როგორც რიტმით სუნთქვა,ჰაერს აქვს სურდო,ყოველი წამი, უშენობის,ფუჭია, მენდე,მე სამი დღით ვარ მიწაზე დასწორედ ეს მსურდა.ახლა, ფინიშთან მიმავალიმეტია შანსი,სახლის რიკულებს ჩამოვეყრდნესაღამოს ბინდად,შენ ოთახში ხარ და ფანჯრიდანჩურჩულით მავსებ,მე მშვიდად გისმენ,ხდება ზოგჯერ, ტირილი მინდა,რომ სიყვარული ჩემშია დაწვეთებად ჟონავს,რომ ყველაფერი, უკვე დროა,ფილმივით მორჩეს.მე ფარვანა ვარ,ფრთებს მიხატავს ღმერთი და...მონესსტილია მუდამ.დამტვრეული მოვირგე ჩარჩო.გრძელი ყორე ჰგავს ძველი ციხისალაყაფს, თითქმის,სოფელს ნაპირთან ჩამოუდისპატარა ღელე,აქ ყველაფერი თვალებით დაუსიტყვოდ ითქმის,შენ იბუტები,მე, დასჯილი ბავშვივით, ვღელავ.ორი დღე დამრჩა,ახლა მცირე აზრი აქვს წუხილს,მთელ ზეცას ფერი გაუხუნდადა დილა კრთება,ჩემი სიცოცხლის ათვლა იწყესწამებმა წუხელ,აანთე ლამპა,მინდა შუქზე დავიწვა ფრთები.