პოეზია · ლირიკა
როცა გეძინა
ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა დადილის მზე, უკვე, ყირამალას გადადიოდა...
და გაგეღვიძა, როგორც ქრისტეს - ქვის აკლდამაში,ქარმა ნისლები, ირიბული წყობით, შენისლა,ყოველდღიური რიტუალი გაითამაშესახლში და ქუჩას ააყოლე, როცა, შენი სვლა,
ქალაქში თოვას გაემართა თეთრი ქორწილი,თვალს უსწორებდი ტროტუარებს შავი ქოლგიდან,მერე თამბაქო, ღრუბელივით, მძაფრად მოწიედა ამინდების, უფრო მეტი, სითბო მოგინდა.
ვეღარ იტევდა ქუჩა ტანზე მავალ მანქანებსდა საყვირების შეკივლებას გრძნობდა გონება,მდუმარე ზეცა ჰორიზონტზე გადააქანეს,თოვლს მიიკვლევდი, ლექსებად და მეტაფორებად,
ბინისკენ, სადაც მოგელოდა, ნაცნობ აურით,ყოველი ნივთი, უშენობით შენაციები,ქალაქს, მოტივად, გაეჩინა აურზაური,კედლის საათი შუაღამეს მიაცილებდა.
ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა დადილის მზე, დღესაც, ყირამალას გადადიოდა.