↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაღალდის მტრედი

ჭელიძე თორნიკე

2026-07-183 წთ საკითხავი2431 ნახვა

—
მრავალი რამე ხდება ჩემთან, უკვე იმდენადაღუნუსხავი, შემიძლია დიდხანს გავერთოდა ისღა ვწერო, დღეებს როგორ მშვიდად მიდენისერთფეროვანი ღამეები, კვირა, საათი,ან ყველა დილას სამსახურში რომ ვიგვიანებ,მზეზე ადრე კი დედაჩემის მზერა ფანჯრიდანმოცოცავს ტანზე და ჩამოხრილ მხრებზე მადგებადა მწვავს. ასეთი ცხოვრებაა გამოჯავრებადამხრჩვალი კატის, ნაპირთან რომ სველი აგდიადა შემდეგ ვიღაც ფეხს მიარტყამს და წყალში ისვრის,წყალი კი უკან გამორიყავს, ისევ იგივე.თბილისში დარჩა აქციები, პროტესტის კერა -მეტროსადგური რუსთაველი, ან პარლამენტისტერიტორია (მიმდებარე), ხალხის მსვლელობაყველა ქუჩიდან - სამებამდე, რომ მიიტევონშეცოდებანი თავიანთი. საუბედუროდ,პირი არ უჩანს დასრულებას ჩემი არაფრის.ბედს რაღაც მძაფრი დაჟინებით ვეთამაშებიდა ბოლოს ალბათ საკუთარი ძვლები დამფარავს,ტანიდან გარეთ გამოყრილი, გამოსაშრობად.
როგორ მინდოდა, თუმცა ჯერაც ვერსად გავედიამ ქალაქიდან, ვისთვის როგორ, ალბათ ასეა,სასაცილოა ბევრისათვის ეს უიმედოდა დოგმატური (მათი დასკვნით) ჩემი აზრები,თუმცა ჯანდაბის გზა ჰქონია დოგმებს, იმედებს,რაც ჩვენს გარეშეც იარსებებს, როგორც უცვლელიჭეშმარიტება. ჩემიდან კი ვინც შორს წავიდამხოლოდ თვალი თუ გავაყოლე, ვერ გავაცილედამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდეგამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებშიგაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაამთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა - ძიებასაქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდანდა იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდევფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს,რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ,
თუმცა მოვეშვი ამ საერთო ფონის მოსინჯვას,მე ახლა უფრო მეტად მინდა ჩემს თავზე მოვყვე,თუ როგორ ვარ, ან ვისთვის ვარ და სად გადის მიჯნამრავალფეროვან ცხოვრებასა და ნაკლებ მსუყესიყვარულს შორის. როცა სიტყვებს აღარ იგონებ,არამედ რაღაც თავისთავად ატარებ შენშიდა ბოლოს ყველას გადამალავ საგულდაგულოდ,როგორც სკოლაში, ბავშვობისას მიღებულ ნიშანსცუდი სტატუსით, რომ არ გინდა მიგიხვდეს ვინმედა ამისათვის დაისაჯო, ან, როგორც თოვლისგუნდაში ჩასმულ ქვას რომ ესვრი მეზობლის მინასდა გაიქცევი, ის კი ღამით შენს სახლში მოვადა სხვა თემებზე ისაუბრებს.
სიცხეა გარეთ,ნამდვილად ერთი საქმე არის ამის გაძლება,მივდივარ, უფრო სწორად რომ ვთქვა, ფეხებს მივათრევმშრალი ხიდისკენ; გასაყიდი სიძველეები,ამ ათასფერად გადაშლილი დღეების მსგავსადყრია მზის გულზე და თანდათან მტვერი დაფარავს,ახლა ყველაფრით სავსე ყოფა პირისპირ დადგაუმაკიაჟოდ, უმიმიკოდ, უსაფუაროდ.
და როგორც თბილ სულს,სხეულიდან ახლად ამოსულს,შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი,ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისშიშენს სახელს ვამბობ -ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.
ჭელიძე თორნიკე

ჭელიძე თორნიკე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი