პოეზია · ლირიკა
ეშმაკის ბორბალი
შენ ახლა რაღაც შეცვლილი და მაინც ბავშვურისახით, იერით, ხასიათით აყევი კიბესდა იღიმოდი ცხოვრებაზე, რაც შეიძლებასულაც არ არის სასაცილო. რადგან ჯერ მკვდრებით,ჩვენივე მკვდრებით გადავსებულ ქალაქში ვხარობთ,ჩვენი გვამებით დამძიმებულ სახლებში გვძინავს,უკვე არსაით დაუბერავს - ვჩურჩულებთ - ქარი.თავისებური პრეზიდენტი, პარტია, ნინა -უტიციანოდ, დაგვრჩა გზები, ტურიზმი, რუქა -აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, კიდევდაგვრჩა სტალინი, რამდენიმე თაობის უკან,და მის ხსოვნაზე ცვილის ბოლო იმედებს ჰკიდებსრამოდენიმე წინაპარი. ბოლოს კი იყოშიმშილით მკვდარი რვა წლის ბავშვი სახლისკენ გზაში,დღეს ჩვენ, მიწიდან, თვალებს ისევ ზეცისკენ ვრიყავთ,რომ მივაწვდინოთ შეძახილი (საუფლო): ”ვაშა”!და ამ დროს სისხლის მდინარებას, შენი ტანიდან,რაღა აკლია, გაიტანოს ძვლები - მორები?!.ახლა, როდესაც დღეებიც კი აღარ გადიანდა საკუთარ თავს ზედმიწევნით იმეორებენ.