↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისის ღამე

ჭელიძე თორნიკე

2026-07-181 წთ საკითხავი2427 ნახვა

—
ღამე - ასაკით ოთხი საათი,ახლა, თბილისი ისე იძინებს,რომ არ არსებობს სხვა მისამართი,სიჩუმის, უფრო მეტი, სიმძიმე.
სარკმელთან, ნელი გაწევა ფარდის,დაუსაბამო დუმილის გზნება...და ჩემს ოთახში ქალაქი დადისმთვარეულივით, უაზრო გზებით.
თითქმის, დრო არის წერტილი დასვა,ან გამთენიას დაუკრა ტაში,მე, საკუთარ თავს დავუწყებ დავასდა ჟრუანტელი დამივლის ტანში.
ღამე - ასაკით ოთხი საათი,ახლა, თბილისი ისე იძინებს,რომ არ არსებობს სხვა მისამართი,სიჩუმის, უფრო მეტი, სიმძიმე.
ჭელიძე თორნიკე

ჭელიძე თორნიკე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი