↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რექვიემი ორისთვის

ჭელიძე თორნიკე

2026-07-182 წთ საკითხავი2431 ნახვა

—
(რობერტ მესხს)
რობ, გწერ - იმდენად ბნელა, ჩამომეშალა სული,არ გაივსება, ცრემლით, მშრალი თვალების ორმო,რადგან ცხოვრება ზოგჯერ არითმიულად სუნთქავსდა ეს ჰაერი უნდა გავინაწილოთ ორმა.
რობ, სადღაც მიმაქვს ბედი - ჭიანჭველების ბუდე,მე მივეჩვიე მიწას და შევატოვე მზერათოვლიან თბილისს, სადაც (ვთქვათ) ქარავანი მიდისბედუინების - ესეც ნაივია და მზეზე
ჩვენ არ გაგვიყვანს ღმერთის და ჩვენი თავის გარდაარავინ, რობი, ამას, დიდი ხანია, მივხვდიდა ამის შემდეგ მაგრად ამიყოლია დარდმა,ათას უფსკრულზე დამრჩა გადადებული ხიდი.
რობ, დედამიწა თითქოს ბრმა საპყარივით დადის,ნეკნებში გულის ფეთქვას მიწისძვრა ჰქვია უფრო,ჩემი ბედია - მალე რომ მოვუკვდები დედას,ნესტი მაქვს ტანში, სულის მღვიმეებში დგას ქუფრი.
რობ, მსურს ვარსკვლავი ვიყო და გავიარო ზეცადა, როგორც მირზამ, ვწერო არდაბრუნების ღამედა ლადოსავით ფილტვებს ჭლექის ფოთლები ეცვასდა გურამივით სულში რომ ჩამეღვაროს ზღვები,
რომ ამ სივრცეში, დროში, დავრჩე იმ მარტოკაცად,ვინც ჩაქნეული ხელი წამოსწია და მორჩასიცოცხლეს. რობი, ჯვარზე ახლა არავინ გვაცვამს,რომ ამ ეპოქის გლუვი, გამოჭედილი ჩარჩო
არ დაიმტვრევა - უკვე ყველა იდეა ითქვა,ჰო, ასე ვამბობთ სათქმელს, არ ვდუმვართ, მხოლოდ ვყმუით,როგორც მწყურვალი მგლები - უმთვარო ზეცის იქით,მივყვებით დღეებს - სტეპებს და ჩამონისლულ ყამირს.
რობ, როგორც ნიკას ბავშვზე, შენს შვილზე მინდა ვწერო,რომ ჩვენი წილი შუქიც მათ მიუტანონ უფალს,ჩვენ, მყიფე, შიშველ აწმყოს მომავლისათვის ვწირავთ,ჩვენი ნერვებით მჭიდროდ გამოინასკვა ყულფი
და ვიღებთ სასჯელს, ვიწყებთ... და გაგვიტანოს ქარმა,მხოლოდ დამთავრდეს ქვეყნად რაც უგულობა არისდა თუ დასჯილი ხალხის სისხლი მაინც არ კმარა,ყელი გამოგვჭრან, რობი, ავიტანთ წითელ ყვავილს
სხეულზე... წლები ისევ დაუსრულებლად წავლენ,ამ დამტვრეული ძვლებით ითამაშებენ ქუჩისბავშვები წარსულ ბრძოლებს. რობ, არ გაუვა ყავლიჩვენს სიტყვებს, ნაწერს ფრთები ტანში ჩაზრდილი უჩანს.
რობ, ყველაფერი ჯერ კი ასე გრძელდება რადგან,თუ ვინმე არის, ნაღდად, ჩვენ ვართ, ჩვენ ვართ და ასე,რობ, გზაზე რაღაც დიდი, ქრისტეს სინათლე დადგა,შენ მომავალ შვილს ხედავ, მე - არსად წასულ მამას.
ჭელიძე თორნიკე

ჭელიძე თორნიკე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი