პოეზია · ლირიკა
რკონი
რკონი,ნიავი...მზის სხივებმა მტვრის – დროის ხაზიტაძრის ქვიან ტანში გამოჭრეს(ისმოდა ლოცვა – ყელგაღადრულ კრავთა ბალადა).მე მომეჩვენა,დიდი ხნის წინ ნაწერ ფრესკაზეიდგა მარიამ...და ჩვილ ქრისტეს, როგორც ნაოჭებს,სახეზეკედლის წარსულ ბზარებს ვერ უმალავდა.