პოეზია · ლირიკა
მეშვიდე დღე
ისე ჩვეულებრივი საღამოა,როგორც გუშინ იყო.ატარებ სამი ზომით დიდ ფეხსაცმელს.შენს თავს ბაღში ასეირნებ დამიტოვებული სახლივით ხარ ჩაკეტილი.ერიდები ჭრილობებს,რომ არ დაკარგო თუნდაც წვეთისისხლი - გენეტიკა.სკამზე ჯდები და ამოგაქვს თვალები სულიდან.მუხლამდე ჩახსნილი კაბასავით იცვამენხეები ნიავს,მზე ცაზე არის მიხატული,ღრუბლის საშლელი არ ჩანს.დასიცხული მეზობლები ლუდს სვამენდა ოფლში იხარშებიან.გინდა მიწაზე დააფურთხო,მაგრამ გახსენდება, რომიქ ახლა მამა წევს.იგონებ, ხშირად გკოცნიდა შუბლზე,მერე თავს იმართლებდა,თითქოს მოეჩვენა სიცხე თუ გქონდადა გასასინჯად იქცეოდა ასე.იღიმი და ნერვიულად ისწორებ თმას.საკუთარ სხეულზე ხორცის ჭამასფრჩხილებიდან იწყებ.ცდილობ, ისწავლო ემოციის მოთოკვადა ხვდები -ამ მხრივ სრულიად უნიჭო ხარ.შვიდი დღეა, პურის ნამცეცები მიგაქვს პეშვითდა მტრედებს უყრი.ბოლოს...ადიხარ კიბეზე.(დარეკავ და გაგეღება)თითქმის პირზე იფარებ ხელს,რომ არ წამოგცდეს:- დე, მამა არ მოსულა?!.