პოეზია · ლირიკა
ბოლთა
კილომეტრს მიითვლის რამდენს ან აზრი რაიმე თუ აქვსამ ცრემლებს, ამ ბოლთის ცემას სიკვდილს და სიცოცხლესშუა...გინახავს? _ პატარა ბოლთა პატარა, ღაბუა ჩიტის,რომელიც ლოდიდან მოდის და მერე _ კენჭისკენ მიდის!ან გახსოვს? _ რა არის ბოლთა პატარა, საწყალი მედ _ დის:მისი გზა _ დაჭრილთან მოდის და მერე _ ცხედრისკენმიდის!ან ეს გზა რა გზაა, ნეტავ, საიდან მოსული! _ რა ხნის _გზა _ ბოლთა _ ჯერ მოშვებული და მერე _ მოჭერილხრახნის...წყურვილი სიცოცხლის _ ზღაპრის; სიცოცხლის _სიზმრის და მითის,რომელიც ღმერთიდან მოდის, და ისევ ღმერთისკენ მიდის...ფიქრის და ცრემლების საგანს _ შენ აღებ პატიმრისსაკანს _ცის ნაგლეჯს, თვალმოკრულს შორით და ზედამხედველისნაგანს,ნუგეში ეს დარჩათ მხოლოდ გაყრილებს შვილთან დაცოლთან _ფიქრი და ფიქრი... და ფიქრი... ბოლთა და ბოლთა და ბოლთა...ნუგეში ეს დარჩათ მხოლოდ გაყრილებს შვილთან დაქმართან _კატუშას; დეიდა მაკას; დეიდა სალომეს; მართას...სულ სხვაა ტუსაღის ბოლთა და ზედამხედველის ბოლთა,თუმც ფიქრით სავსეა ორივ და მოლოდინია ორთავ...მსოფლიოს შემოწვდებოდა, რასაც თქვენ დაფარავთმანძილს!ან ტანჯვას როდისღა ასწრებთ! ან ჭამას! ანცრემლებს! ან ძილს!სირბილი კარიდან კარში! _ ასე ვთქვათ, სირბილი _ბოლთა!აღნუსხვა ჩადენილ ფოლთა! გაშვებულ, გატანილ გოლთა!მზის ბრუნვას, მზის ბოლთას წრიულს, ცის ბრუნვას, ცისბოლთას წლიურს,ანუ ჟამს, ანუ დროს, ანუ ღვთაებას არამქვეყნიურსვუმზერთ და გვიყვარს და გვიკვირს ციმციმი იდუმალზოლთა,იქ სადღაც დასალიერთან _ ცისკრისა და მწუხრის ბოლთა...სიმწარე წაგებულ სოლდის, და დარდი, და ცემა ბოლთის...ყოველდღე გადენა ტყეში და მერე მოდენა კოლტის...სახლსა და სამსახურს შუა, აკვანს და გოლგოთას შუასირბილში, ვიცოდე მაინც, რაიმე ღრმა აზრი თუა!თუ კაცი ბრძენია _ ბრძენის, თუ კაცი ხეპრეა _ხეპრის,ორივეს, ორივეს საფლავს ვიღაცა, ვიღაცა ტკეპნის...საფლავის – შენის და ჩემის _ მკლავს სევდა ამ ბოლთისცემის!მისვლის და მოსვლის და მისვლის! ცრემლის დაცრემლის და ცრემლის...პაემანს _ დიდსა და მცირეს! ქალსა და კაცს შუა _ტირეს!ღიმილს და ტირილს და ღიმილს! ტირილს და ღიმილსდა ტირილს!კალმახი სათავეს ეძებს, ადის და იქ, თურმე კვდება!კალმახიც სათავეს ეძებს! თევზიც კი, თევზიც კი, ხვდება!წყურვილი სიცოცხლის _ ზღაპრის, სიცოცხლის _სიზმრის და მითის,რომელიც ღმერთიდან მოდის და ისევ _ ღმერთისკენმიდის...