↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალი დასტა

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20036 ნახვა

—
(სიმღერა)სამი დამა მირჩევნიასახელოვან სამ კაროლს! _ქალი ქმნის და ქალი ანგრევსპოეტების სამყაროს...კაროლების _ არა მჯერა,ვალეტის და დამის _ კი!რა წავაგე, რა მოვიგე _რას დაეძებ, დამისხი!ხელს ვუსვამ და ვეფერებიახალმოსულ სამ დამას _თითქო მართლა ვეხებოდემკერდს და თეძოს თამთამას...ბევრიც მკიცხონ, მამუნათონ _ვერ მოვრჩები ამ თამაშს!ანდა რატომ უნდა მოვრჩედარდის ჯალათს _ ამ თამაშს...ფიქრში ხშირად ვეფერებიელეგანტურ სამ ვალეტს! _მეჩვენება _ სწორედ იგიგამისტუმრებს ამ ვალებს...ექვსიანი? შვიდიანი? _მათი თავი სადა მაქვს! _ცოლის გამოც ვერ გავწირავსამაიას _ სამ დამას...სამაია მირჩევნიასახელოვან სამ კაროლს! _ქალი ქმნის და ქალი ანგრევსპოეტების სამყაროს...თუმცა მუდამ _ დღისით, ღამით _აურაცხელ ფულს ვაგებ,აგერ ნახე, აგერ ნახავ _მეც ვიყიდი ფოლკსვაგენს!
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი