პოეზია · ლირიკა
არის თუ არა სიცოცხლე მარსზე
"არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!”"არის თუ არა იქ სადმე წყალი!” -სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,როდესაც მარსზე იქნება... ქალი...
კარგია, როცა ტელესკოპებითაკვირდებიან უცნაურ არხებს...მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცაკაბის ბოლოებს ნიავი არხევს...
ღვთისმშობლის მადლი... თამარის სახე...ღიმილი ფრესკის... მადონა სიქსტის...ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზეჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს...
თუკი იქაურ სარტრს და კამიუს,იქაურ ჰაიდეგერს და მარსელსარ უკვლევიათ ამაოებისმარადიული მარშრუტი მარსზე...
... ბეჭედი უცხო... კამეა ლურჯი...საყურე გიშრის... საყურე - ლალი...- სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს,როდესაც მარსზე გაჩნდება... ქალი!