↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოჰ, სად, სადაა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2018-06-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ოჰ, სად, სადაა მისი საფლავი!გემუდარებით, მაჩვენეთ ჩქარა...მე ის მიყვარდა, ის კი, ოცნება,სამარადისოდ თვალს მიეფარა!შორს ვიყავ მისგან და ეხლა მასზემოგონებები ჩემთვის არ კმარა,გამოვეშურე უცხო ქვეყნიდან,რომ მომესმინა ან ჰო, ან არა!ის სამუდამო საფლავს მიეცა,იგი დაშორდა მშობლიურ ბაღებს.ჩავძახებ მას ხმას სიყვარულისას,მაგრამ ის პასუხს არ ამომძახებს.ია თან მიმაქვს, ვარდიც თან მიმაქვს,თან მიმაქვს ჩემი სპეტაკი გული,ვერ დავივიწყო იგი ვერასდროსმიწათ ქცეული და დაკარგული!..დეე, ზვირთებმა მთლად დაამსხვრიოსუილაჯო და ობოლი ნავი...რაა უმისოდ სიცოცხლე ჩემი?ოჰ, სად... სადაა მისი საფლავი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი