↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოჰ, ევა, ევა!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2018-06-132 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ოჰ, ევა, ევა! ედემს დაკარგულსოდეს ვიგონებ, თვალნი ცრემლს ღვრიან.დარდით სამარე მე გამეთხრება,დავიღუპები ადრე თუ გვიან!და ვერ გავიგებთ სიცოცხლის მიზანსდატყვევებულნი შენის შვენებით,სამარეს ვპოვებთ, და უფრო ადრესხვა სამარეში ჩავესვენებით.
გაზაფხულია და ყვავილებიმორცხვად თავს ხრიან იქაც და აქაც,მაგრამ გამქრალს და ადრე დაკარგულსსამოთხის ყვავილთ არ გვანან რაღაც.უმიზნო ხელი შემომქმედისახეებს ფერადი ძაფებით ქარგავს,მაგრამ გამქრალ და ადრე დაკარგულსამოთხის ხეხილს არ ჰგავს და არ ჰგავს!
საუკუნეთა შორი გრეხილი,ჩემთვის მარადის მიუწვდომელი,შორით დაგვცინის, როგორც სატანა,ვინემ ჩვენ - უფრო მაღლა მდგომელი.მწარე ნაღველით დაჩრდილულ გულშიმისი აჩრდილი რომ ისახება,მის გვერდით ჩვენი შავი სამარეუფრო ცხოველად დაინახება.
ოდეს იკითხონ ადამისა ძეთვისი სურვილით, ვინ და რად ქმნიდა,ვინ უპასუხოს? ან მათი სულისთავისუფლება ვინ შეისყიდა?ვინ ჰკითხა ამ სულს ქვეყნად გადმოსვლა,ვინ ჰკითხა ისევ უმიზნოდ წასვლა?და ქვეყნიურთა ვნებათა გროვისვის სურს გარდამქმნელ თიხაში გაცვლა?
სამარადჟამოდ ვინც დაგვიკარგადაუკრეფელი სიცოცხლის ბაღი,ვინც სიცოცხლეში დაგვასამარა,ის ძალა იყო, შენ - იარაღი.თუ უკვდავების მომნიჭებელიცხვალ დამტირებლად გადაიქცევა -რა უნდა გითხრა შენ, ვინაც პირველიგემე ხილი? ოჰ, ევა, ევა!
დრო მოვა და ჩვენ ცრემლით ციურითცივ სამარეში დავინამებითდა ჩვენი ყოფნა ამქვეყნიურიგამოვისყიდოთ ტანჯვა-წამებით.ტკბილია შხამი, თუ უმიზეზოდბედნიერება მოიშხამება,კვლავ დაგვიბრუნებს ბედნიერებასდა გულსაც გასწმენდს ჩუმი წამება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი