↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოცნებავ, ღმერთავ!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
ოცნებავ, ღმერთავ! როცა შენს ახლომე გავიარე - დავხარე თავი,და შემეცოდე... რაიმე სიტყვასათანაგრძნობო მეთქვა ნეტავი!მაგრამ იცოდე, ყოველ კერპის წინმე ამაყი ვარ და ცრემლთა ფრქვევაარ ვიცი რაა, არ დავღონდები,სანამდე კერპი არ დაიმსხვრევა..დაიმსხვრევა და მაშინ კი რაღაცღრმა მწუხარებას ვეძლევი გულით...და ჩემგან მსხვრეულ ნეტარ ოცნებებსვუხმობ წამებით და სიყვარულით.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი