↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ორკესტრის ხმაში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ორკესტრის ხმაში - ტყის ნაპირია,წყაროვ და ველო: ქალი და ვაჟი.ოცნების რაში ვის რად სჭირია,ვის რად სჭირია ეხლა მირაჟი?
თვალებით ნათლით გადიტვირთებაიქ დედოფალი, აქ მისი პაჟი.ვოლტორნი ყველას მირაჟს პირდება,ვის რად სჭირდება ეხლა მირაჟი?
უცებ სროლის ხმა.. თოვლი სადები..მიყუჩდა სცენა.. არ ისმის ტაში.ქუჩაზე გაჩნდენ ბარიკადები,ვის რად სჭირია ეხლა მირაჟი?
სისხლი! ძახილი ახალი ქროლის,დაუნდობელად ავარდა ცაში -მირაჟი სისხლის, მირაჟი ბრძოლის,მირაჟი გზის და ცეცხლის მირაჟი!
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი