პოეზია · ლირიკა
ღამის შუქნიშანი
მიყვარხარ,როგორც ჭაში ჩავარდნილ კაცს -ზეცის ნაჭერი.
(მწვანე)
ახლა შენს არმოსვლებს არც ისე მარტივადშევხედე და როგორც ჟირაფის კისერი,ფიქრი დაგიხარე. ხერხემალს დაიმტვრევდა ბლანტი სისხლი რომ გაჟონავს, ისე ვარ.შუადღის სხეული ჩალურჯდა გვამივით -დაღამდა. ასეთ დროს, მიყვარს გარეუბნისქუჩაში სახლიდან გამოსვლა გვიანიმგზავრივით, უკან თუ რაიმე მაბრუნებს,მით უფრო, როდესაც ქარები თიბავენწვიმას, მე გუბეში მივტოპავ ხეებთანდა ტანზე ისე მსურს შეგახო თითები,პატარა ბავშვი რომ პირველ თოვლს ეხება.
(ყვითელი)
ქარმა ხშირად იცის ასე სიარული,შენი მოლოდინის მსგავსად,დამიჯერე,რომ ეს უსახლკარო ბავშვის სურვილია,ვინმემ დაუძახოს თბილი ფანჯრებიდან.მე კი მღვიმეების კედლის ბიზონივითდავრჩი სველ ქალაქში,ჩემი ანარეკლიმოჩანს გუბეში და წვიმის სეზონებიისე გაიწელა, ჯოხით გადავრეკავღრუბლებს შენი ციდან, სადღაც, დასავლეთით,თბილი ქვეყნებისკენ.დრო კი მონოტონურწუთებს მიაბიჯებს.წვიმს და დასველებამინდა მიწასავით,ისე მენატრები.
(წითელი)
ეს დღე იქნება გამოჭრილი,ყალბი პიასტრი,თუ არ მოხვალ და მხარზე დაღლილ სულს არ მომადებ.შენს ტანს შევხედე,რომ თვალები შემომემტვრიადა შემდეგ, როგორც მწყურვალს - წყალი,ისე მომინდი.ქვას ჩაეზრდება პურის თუნდაც ერთი მარცვალი,ამ სიყვარულით,ახლა რომ გწერ.ვტოვებ ხელკავებსწინათგრძნობასთან -დაბრუნდები, ან შენს სანაცვლოდმოვლენ ჩიტები და სველ ღამეს ამიკენკავენ.