პოეზია · ლირიკა
ვიცი
ვიცი, უამრავ რამეს უნდა ვუთხრაუარი,უნდა ვისწავლო მოთმინება და თავისდახრა,არა იმიტომ, მიფარავდეს სახეს ვუალი,უბრალოდ მინდა, ავარიდო ეს გულიდაღლას.ვიცი, გაცივდა, მიინავლა განცდაერთგული,დღეს ძლიერ ფასობს პირმოთნედა ორგული ხალხი,არა იმიტომ, სანდო ქვეყნადარვინ მეგულვის,უბრალოდ მინდა, ავიცილოსინდრომი დაღლის.ვიცი, მრავალმა გაიბზარაგრძნობები წრფელი,მათი თვალები სულ მომწვანოფერით ბრიალებს,არა იმიტომ, რომ წმინდანისმქონდეს სახელი,უბრალოდ მინდა, სხივადშევრჩე ადამიანებს.ვიცი, დაჭრილი მამული რომიცლება სისხლად,უმეტესწილად შვილებისგანგაყიდულია,არა იმიტომ, რომ არ უღირთმამული ფრჩხილად,უბრალოდ დროა და სხვაგვარადარ შეუძლიათ.ღმერთო, შემინდე! ეს ცხოვრებამექცა გალიად,ფრთები... ო, ფრთებიმესიზმრება დიდი ხანია.