პოეზია · ლირიკა
ვცდილობ ვისწავლო
ვცდილობ, ვისწავლოდავიწყება ტკივილის სწრაფად,რადგან გზადაგზაგახარების ვკარგავდი უნარს,ვერ ვაღიარე, საყვარელო,სამყურა ვარდად,მაგრამ ამაზე სულაც არ ვწუხვარ.ნეტავ რა არის,ჩემთა თვალთა ნავსაყუდლიდან,ციცინათელას ციმციმით რომსადღაც გაფრინდა?!მე რაც კი მითქვამს,ამომითქვამს იგი გულიდან,სხვისთვის არასდროს მიმზერიამტრული საფრიდან.მტოვებს ყოველი,რაც მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი,თავშესაფარი -- სიამაყე,დაცხრილეს წლებმა,ვგრძნობ უკანასკნელ სიმაგრემდე,გულის გულამდი,მიმყვება თითქოს არყოფნის სევდა.შორეულ სივრცესუკვე ვუმზერ უცხო იმედით,ყოფნის სურვილიმიასილა ტალღამ ჯებირებს,მე ცხოვრებიდან მოთმინებითტკივილს ვიღებდიდა ამით მიდგასსული ჯერ კიდევ...და იმ იმედით, რომ სიყვარულსაქვს თეთრი ფრთები,მივა ყველასთან,გავიგონებ წეროთა რიალს......გაზაფხულია,ადიდებულ გრძნობის მდინარეს,ეტყობა, ჩემი ტკივილიც მიაქვს.