↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამირანი მიჯაჭვული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
თუ მიაყურებ დუმილს ღამისასდა მახვილ სმენის შეგწევს უნარი,მოისმენ გულის ცემას ამ მთისას:ის კრთის, იდუმალმოგუგუნარი.
გამიგონია, რომ ამირანიგაბედვისათვის მისცეს წამებას -ფლობდა სიბნელე გულგამგმირავიმის გათენებას და შეღამებას.
ადამიანებს მოსწყვიტეს ის, ვისასე უყვარდა ადამიანი,ვერ შეეხედა ელვარე მზისთვის,კლდე იყო ცივი და ნამიანი.
თოვლის ნამქერი, წვიმა და ქარიგარე უვლიდენ ველურ კივილით,საუკუნეთა ურიცხვი ჯარიმის წინ ვიდოდა ასე ტკივილით.
თუმც გულს უწეწდა ყორნების გუნდი,დღე ღამეს სცვლიდა და ღამე - დღესა,გმირმა იცოდა, რა არის ხუნდიდა არ იცოდა, რა არის კვნესა.
წლიდანწლით იგი არყევდა პალოსდა ყოველ ასი წლის დასასრულზელამის მოჰგლიჯოს, ლამის დასძალოს,ლამის სურვილი გმირის ასრულდეს...
ყოველთვის მაშინ ხმადამცინველიკავკასიონის კლდე-ფრიალოზემოფრინდებოდა შავი ფრინველი,და დაიწყობდა ფრთებს ამ პალოზე.
მოსწევდა გმირი უროს საძალოს,მაგრამ ფრინველი უცებ სწყდებოდა,ურო სიმძიმით სწვდებოდა პალოს,და პალო ისევ გამაგრდებოდა.
და ერთხელ ფრინველს დაუწყდენ ფრთანი,დააკვდა პალოს და, აი, ბოლოს,თავისუფალი სდგას ამირანიდა აწ ვერავინ ვერ დაიმონოს.
თუ მიაყურებ დუმილს ღამისასდა მახვილ სმენის შეგწევს უნარი,მოისმენ გულის ცემას ამ მთისას:ის კრთის, იდუმალ მოგუგუნარი.
1937
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი