↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამერიკისა იმგვარ სცემს გული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ამერიკისაიმგვარ სცემს გული,რომ არ ივიწყებს ძველებურ რომანსს,გამომიგზავნე, ევროპა, ფული,ნუ დაიზარებ ქვეყნისთვის შრომას.
ცოტა კი უნდა გქონდეს ნამუსი,პატივისცემაც სხვისადმი ცოტა,რომ არ ჩაიცვა ტანისამოსი,ასი წლის წინათ რომ იყო მოდა.
ახლა არ გშვენის მარაოს ქროლადა მაგიდაზე დაიდაყვება,Dinstiction-ი, რომელიც მხოლოდდაბადებას და აღზრდას დაჰყვება.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი