↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ მახსენდებით

კერესელიძე მთვარისა

2006-07-121 წთ საკითხავი304 ნახვა

—
ქარი კვნესის თრიალეთით ამდგარი,ვერ ვიხსენებ იმ ჩაქოლილ სურვილს.დანგრეული კერია და ნაცარი,დღემდე კბილით მოტანილი სული...ტირის სულში დიდგორი და სამგორი,ნუ მიყვებით იმ გარდასულ ავზე,წრიალებენ დატორილი ლანდებიდა მაღალი მთები _ ძვლებით სავსე.სად რიალებს დაწყვეტილი ანძა,და ბავშვებით გალეწილი კალო,საქართველოს ტკივილიან განძადწარსულიდან ნუ აშალე, ქარო.ნუ მახსენებთ, კარგად ვიცი რაც არის,აბა ახლა მე რა მესწავლება,ჩაფერფლილი კერია და ნაცარიშეგვინახეს მამა-პაპის ძვლებმა.ფასდებოდა, ვიცი, ერთი ასად(სათქმელია თავდადებაც უბირთა!),ვიმარჯვებდით ისე სისხლის ფასად,უფრო ხშირად დამარცხებას უდრიდა.აწ მავანთა და მავანთა სურვილსშევეწიროთ, თან გადავყვეთ თუნდა.დღემდე კბილით მოტანილი სულიაწიც ასე გავიტანოთ უნდა.

კერესელიძე მთვარისა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი