↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუმცა ხანდახან ხემი

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3939 ნახვა

—
სიტყვა. მუსიკა. მითი.მითი. მუსიკა. სიტყვა.ამ დროს რო კანი გვითრთის -განცდის გარეშე ვინ თქვას.
დრო თავის ნებით მიდის,თუ ჩვენს გამო და ჩვენით.მიაქვს - რაიმე მინდი,რჩება - რაიმე ძღვენი.
თვალსაწიერი! - რა ჩანსრო გამოვისხათ ფრთები:ყანჩა! ყანჩა და ყანჩა!მთები! მთები და მთები!
უდაბნოს მერე - სვეტი!კლდე! კლდეზე ხათრად - თოვლი!უნდა დაგვესხას რეტიჩვენ ერთმანეთის პოვნით.
"რა ვქნათ" (არ გითქვამს, მესმის) -გაიფიქრე და გაგცი:"აღმოცენებას ფესვისიწვევს სიკვდილი მარცვლის".
"კარგ მთქმელს - გამგონეც კარგი" -მორცხვად მიხედნეს ყური:ხო გემოწმება წარბი,ხო გეთანხმება გული.
აღარ იკმარა სივრცემტანსამკაული სამიდა დროს - "მეოთხეს" იცმევსთუ თავს იტყვილებს ამით.
და თვლემს შენი და ჩემიმომადლებული მღვიმე;თუმცა ხანდახან ხემიმაინც აფხიზლებს სიმებს.
სიტყვაში, როგორც სახლში,შედის ასეთ დროს ბგერადა თვალგახელილ ბავშვისსიზმრის ბრმებივით გვჯერა.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი