↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოხი

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3936 ნახვა

—
ჭალის ყანიდან ცალი თოხის კაპასი ისმის,არ მოჩანს გლეხი ––– ემალება საყანე ფერდობს,ახურავს ალბათ ფაფანაკი ––– რძისფერი ნისლი,შორიდან უნდა წარმოსახვას მე ჩემსას ვენდო.
ხელიდან ხელში განაცვლებას გაამხელს თოხი,ცოტა ზედმეტი დაყოვნება ჩადგება ხმაში,ან როცა სიმინდს ამოზრდია გლერტა და მოხრილკაცს უნდა ფრთხილად ააცილოს, თითები მაშინ.
ვერ ვხედავ, მაგრამ უშეცდომოდ მაყენებს კვალზეგუმანი გლეხის ––– წილნაყარი პოეტის წვასთან,როცა იდაყვით დაეყრდნობა დროდადრო ტარზე –––თოხის დუმილი ამ დროს უფრო ხანგრძლივად გასტანს.
ხანდახან მჩატე ––– ზერელე ხმა გადავლას რომ ჰგავს,და ყურზე ადრე ტანი რომ გრძნობს და ტანი ისმენს,რაც იმას ნიშნავს: ნატერფალი ჩაფარა თოხმა,აოშილ მიწით და ხელახლა შეტევას იწყებს.
და როცა მწყერის დაღლილ კუთავს ჩაირევს ჩქამი(ყუით კოლბოხის ჩაშლას ასდევს ამგვარი რამე,)აუხურდება ცელქი სიო ჩახუთულ ამინდს,და ჭალა-ჭალა სულის მოთქმის არიგებს წამებს.
გამოემბება ხელმეორედ ამ წამებს თოხი –––სვრელის გატანის სიხარულთან წილნაყარს რომ ჰგავს,და ტყდება ყანაც ნიავის ქვეშ და ჩემში ორმხრივგანცდას, ნაადრევ ჭირნახულად, ეს ლექსი მოჰყავს.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი