პოეზია · ლირიკა
ზიარი ტექსტი
იწყება უკვე ტამაში ღია,გროვება ერთად ეკლის და ნარის;რაღაცა ყურთად დაცდება ნიავსდა საიდუმლო ჟღავნდება ქარის.
,,ტირის“ გარეშე წასწრებულ ფრაზითდიალოგებში დამალვას ლამობს,და წუთი-წუთზე იზრდება აზრი,თანაც სამივეს სურვილის გამო:
,,ის“ ,,შენ“ გიყვება, ,,შენ“ კიდევ- ,,მე“ დალაგდება ,,სამად“ სესხი და ვალი;ეს იმას ნისნავს - სამ აჩრდილს ხედავსსამ კაცს კი არა - ,,მეოთხის“ თვალი.აშენებს ბოლოს ,,მეოთხე“ ჩვენითსამყაროს,მაგრამ ჰგონია მისი;დასაბამიდან ეს არის ძღვენი,ძარღვიდან ძარღვში დაგასხმა სისხლის.
ამონარიდი ორმაგი პროცესიდანჩქამი კუნაპეტის ბზარია,ღამეს ბრმა თვალებით უცქერი;ვიდრეჟრუანტელი დაგიარს -მანამ შეიცხადებს ფურცელი.
ფშანებს შეფარებულ ავსულებსსაზღვარს წარბაზიდვით უწესებ,როცა თავის საქმეს ასრულებსმაჯა მოქათქათე ფურცლებზე.
სიტყვის დაბადება:საჩვენებელი თითიდან ვიწყებ,ვაგრძელებ ცერით თითების ქებას:აეხათრება შუა თითის სიგრძესნეკა თითი და ბოლოში დგება.
არათითს ხელზე როლი აქვს სულ სხვადა ჩვენ ვეძახით უსაქმურ პირმშოს,და გვიან ვხვდებით თვალებზე კურცხალს-ყველაზე ხშირად ამ თითით ვიშრობთ.