პოეზია · ლირიკა
ზამთრის კაეშანი
კარგა ხანია მთიდან დაეშვა,ცხვარი დაესვა - სარქლის თანხლებითთუ შენ მოყვები ზამთრის კაეშანსდა ღავღავებენ კვალში ძაღლები.
ყოველ დროს თავის მჩატე ხილი აქვს,თვალსატყუარი - რამე გართობა,უკუღმა დადგმულ ამ იდილიას,რა გამოულევს უკუღმართობას.
გულგრილობიდან ამოიზარდათურმე ყოველი - რაც გვიცხოვრია,მაინც - რა ახლო დგახარ მიზანთან,მაინც - მიზნამდე რა სიშორეა.
აჰა,იგრძნობა უკვე სიშორემჩატედ ნატარებ აკვნის სამოსის,თვალწინ ტანჭრელი გველი ციმციმებს,თუ იგავია სააქაოსი.
არ მოგხვევია მუხლზე მსახურად,თვალდასადგამად არც შენ ჩათვალე,დაფნის მაგიერ ჩალა გახურავს,გადგება განზე და გითვალთვალებს.
იტყვი ხანდახან - ,,ესეც კმარაო!“-და ირონიულ ღიმილს იფერებ,წამოუბერავს ზამთრის მარაოდა იფოთლება ტანში სიბერე.
იქნება სულაც ჩვენი ბრალაამ ყველაფერს რომ ყავლი გაუდის,და ცხონდა ვინაც მოინანიაეს უნებლიე დანაშაული.