↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დეკემბრის ჩალა

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3934 ნახვა

—
მოხუცი მოხუცს რომ ეტყვის სალამს,რომ დგანან ერთად და უთრთით მხრები,თავს რად მახსენებს დეკემბრის ჩალა,ნაღეჭი ხარის ბებერი ყბებით.
თურმე რა "ახლო" ყოფილა "შორი",წუთის კი არა, ყოფილა წამისსოფლის სიმართლე და სოფლის ჭორიანუ ნიღაბი დღისა და ღამის.
დავღლილვარ, ნიშანს იძლევა მუხლი,მაჯის ხმაური და გულის ცემა,ეს ყველაფერი, ნეტავი თუ ღირსლექსის ტკივილად და ლექსის თემად.
აღარ ბრუნდება ნასროლი ტყვია,წყალს წაყოლილი სილა და ხრეში,მე ახლა სხივზე გამდგარი მქვიადა ბოლო ნერვი მიჭირავს ხელში.
ეს არის წრიდან ასხლეტის წუთი,ყოფნა-არყოფნის ეს არის ჟამი;მოჰყვება ხმელი ფოთოლი თუთისგიორგობისთვის უფერულ ამინდს.
დავყურებ მთიდან უფერულ ჭალას,ავსებულს ღამის იდუმალ ხმებით...და თავს მახსენებს დეკემბრის ჩალა,ნაღეჭი ხარის ბებერი ყბებით.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი