პოეზია · ლირიკა
ხა-ხა-ხაა
პურზე ჩასული ირასთან ვემსევე ერთი საათი.ღომი და წითელკანიანი სულგუნი.- ქომუჩი ართი სიგარეტი!- მუ რე, მუ გოკო?ხა-ხა-ხაა! ირა არ მიცნობს, მასთან მუნჯი ვარ, სულ ასე ვარ.მარიკა მიცნობს - ვთამაშობთ ხოლმე. ის კბილებს იცვლის,მე ვაიმედებ, რომ მალე დამთავრდება კბილების მოცვლა.გუშინ თანაკლასელმა ბიჭმა ერთი ცალი ყაყაჩო აჩუქა და დიდის ამბით მოამსევა."იებს ნუ აჩუქებ ნურავის, ნურავის, იები ჩემია..."ხა-ხა-ხაა! ქომუჩი ართი სიგარეტი!ძალიან ძნელია, შენს სამყაროში ვინმე გეუგვა და მერე გამოუშვა.მოვჩორტავ ხოლმე შინ ლექსებს და მერე ვზივარ პირმოწმენდილი.ხა-ხა-ხაა! დღეს მარიკამ მითხრა, შეყვარებული ხარო.მე ვუთხარი, შენ თვითონ ხარ-მეთქი და მომეფერა. მეც მოვეფერე.ბევრი ვიცინეთ და დივანზე ყირაზე გადავსდივ-გადმოვსდიოდით.მაგნიტოფონსაც ბოლომდე ავუწიეთ.- ქომუჩი ართი სიგარეტი!შინ რომ მოვემსეოდი, ცრემლი მომერია. მენატრები.მარიკა მეგრულს მასწავლის.მე ზღაპრები ვასწავლე და ამირანის მითი მოვუყევი და ინიციაცია ავუხსენი.ამირანი რატომ მიაჯაჭვესო? რა უნდა უთხრა?- ქომუჩი ართი სიგარეტი! მერე ხატის წინ მოვინანიებ.