↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კითხულობს თვალი

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3936 ნახვა

—
კითხულობს თვალი ბედ-იღბლის წერილსდა ვარსკვლავების ფარსაგად შემხმარტოტიდან ფეხით ჩამოდის ბნელი -ბნელი გახურავს და ბნელზე წევხარ.
მოძრაობს გზა თუ მოძრაობს თოკიდა ქარის ტირილს პასუხობს მინა,და ოპტიმიზმით დამძღარი ჯოგიდაყრილა აქვე და მშვიდად ხვრინავს.
მამლის ყივილი - ასანთის ღერი -ეს ერთადერთი იმედი ხსნისთვის,გაკრული რამე იდუმალ ხელითაქა-იქ მბჟუტავ ნაპერწკალს ისვრის
და ჩნდება ბზარი და ბნელის ფსკერზედაცურავს თვალი შიშით და თრთოლვით,და მიზეზ-მიზეზ მწვანე ხავსს ეძებსდა ხავსის ნაცვლად - თრთვილი და თოვლი!
"დაიქცეს!" - ყვირი და მერე წუხარ,რაზე და რატომ, ჩვენ შორის დარჩეს,გატეხავ შეშას და მშიერ ბუხარსსულ თითო-თითო მუგუზლით არჩენ.
და დგება წუთით, როდესაც მთენთავდუმილზე ზანტად ეყრდნობი მხრებით,მერე უეცრად უბიძგებ შენს თავსშენგან და მაინც შენშივე რჩები.
თუ რამე ამდროს ღარღილობს - რუა,და როცა ისიც ვერაფერს ვერ ცვლის,ჭიშკარზე მთვარის გალეულ ყუასაჭედებ ფრთხილად და ავთვალს ებრძვი.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი